x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
"ბატისკაფ "ტიტანის" ყველა წევრი დაღუპულია"-აცხადებს აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახური
image
მოგეხსენებათ რამდენიმე დღის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის, სამაშველო სამსახურის და მათთან ერთად კანადელი სპეციალისტების მიერ სპეციალური აპარატურით აღჭურვილი გემებით, თვითმფრინავით და დისტანციურად მართვადი ბატისკაფებით იძებნებოდა ოკეანეში გასულ საუკუნეში ჩაძირული ლაინერის ("ტიტანიკი") სანახავად ოკეანის სიღრმეში ჩასული ბატისკაფი "ტიტანი" 5 მგზავრი-ტურისტით, ბატისკაფი სპეციალურად იქნა დამზადებული განსაკუთღებით დიდ სიღრმეზე ჩასვლისათვის.


მგზავრებს შორის იმყოფებოდა ცნობილი ბიტანელი მილიარდელი ექსტრემალი ხემიშ ჰარდინგი.


ბატისკაფის წყალში ჩაშვებიდან რამდენიმე საათში მასთან კავშირი გაწყდა და მისი აღდგენა, როგორც ჩანს ბატისკაფის ეკიპაჟმა ვერ მოახერხა.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის ყოფილმა კაპიტანმა აღწერა თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ბატისკაფის მგზავრები, გამოცდილმა სამხედრო მეზღვაურმა დაასახელა ის სიტუაცია რაც შეიქმნებოდა ბატისკაფზე.
სამწუხაროდ ის მართალი აღმოჩნდა, რადგან აშშ-ს სანაპირო დაცვამ ოფიციალური განცხადება გააკეა იმის თაობაზე, რომ ბატისკაფი და მასში მყოფი ადამიანები დაიღუპნენ.


მათი თქმით მათ იპოვეს ბატისკაფის კორპუსის ნამსხვრევები. მათივე თქმით ბატისკაფი და მისი მგზავრები დაიღუპნენ "ტიტანიკიდან" 487 მეტრში.



ჯერჯერობით აღმოჩენილია დაკარგული ბატისკადის 5 ნამსხვრევი, როგორც ჩანს წყლის წნევამ ბატისკაფი კონსერვის ქილასავით "დაპრესა", რამაც იქ მყოფი მგზავრების დაღუპვა გამოიწვია.

სამწუხაროა როცა ადამიანები იღუპებიან და ორმაგად სამწუხაროა როცა ექსტრიმის სიყვარულის გამო იღუპებიან ადამიანები.



"ტიტანიკის შურისძიება" - ეძებენ ბატისკაფს ტურისტებით, რომელიც "ტიტანიკის" სანახავად ჩავიდა ოკეანეში ცნობილ მილიარდელთან ერთად

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის ყოფილმა კაპიტანმა აღწერა თუ რა მდგომარეობაში იქნებიან დაკარგული ბატისკაფის მგზავრები, თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან

0
151
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
151