პროფილაქტიკა ვიტამინები, რომელთა ნაკლებობაც შეიძლება იწვევდეს დეპრესიას 2023, 25 ივნისი, 18:18 D ვიტამინი - გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე; ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე; ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. საუკეთესო წყაროა ცხიმოვანი თევზის ხორცი და თევზის ღვიძლის ზეთი. უფრო მცირე რაოდენობით გვხვდება პროდუქტებში: კვერცხის გული, ყველი და ძროხის ღვიძლი. რძის პროდუქტები და მარცვლეული ასევე მდიდარია D ვიტამინით. B12 ვიტამინი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისა და ჯანმრთელი ნერვული სისტემისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ფორმირებაში, რომლებიც ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას უზრუველყოფენ. B12-ით მდიდარია ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და კვერცხი. B9 ვიტამინი (ფოლატი) - მონაწილეობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნაში და ჩართულია ანიმომჟავების მეტაბოლიზმში. ფოლატი სხვადასხვა რაოდენობით შედის საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, მაგ.: საქონლის ღვიძლი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი, ლობიო, ბარდა, ისპანახი, ბანანი, ნესვი, მარცვლეული. B1 ვიტამინი - ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის მეტაბოლიზმში. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების ცვლაში, პასუხისმგებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე. ხელს უწყობს ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ყველაზე უხვად მოიპოვება ბარდაში, შვრიისა და წიწიბურას ბურღულში, კაკალსა და ცხიმიან ღორის ხორცში.
20 1-ს მოსწონს
|