x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მშენებლობის პროცესში უკვე მერამდენედ ჩაიკეტა რიკოთი, რა საფრთხის შემცველია უხარისხოდ აგებული გზა და გვირაბები

image
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რიკოთზე ახალი გზის მშენებლობა გვირაბებთან ერთად კარგა ხანია რაც დაიწყო, მაგრამ აშკარაა მშენებლობა მიმდინარეობს ძალიან უხარისხოდ და სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.


როცა მსოფლიო ბანკმა დააფინანსა აღნიშნული გრანდიოზული პროექტი, როგორც მინიმუმ მასთან უნდა შეგვეთანხმებინა ტენდერი. ტენდერი ჩინელებმა მოიგეს თუ "მოაგებინეს" ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება, მაგრამ პროექტში იმხელა თანხაა ჩადებული მტკიცებულებით ფორმაში შემიძლია ვთქვა, რომ პროექტის განხორციელება ავსტრიელებისთვის შეიძლებოდა მიეცათ, რაც მოცულობითი პროექტის ძალიან მაღალ ხარისხზე განხორციელებას შეუწყობდა ხელს.

ვთქვი უკვე, რომ მე არა ვარ საგზაო ინფრასტრუქტურის სპეციალისტი, მაგრამ როგორც სამხედრო ინჟინერმა შემიძლია ვთქვა: გვირაბების გაჭრისას და ქანების ჩამოსაშლელად გამოყენებულია დასაშვებზე ბევრად ძლიერი მუხტით აფეთქებები, რამაც მთების და გორაკების მასიური დაბზარვა გამოიწვია. დაბზარული მთა, გნებავთ გორაკი საფრთხის შემცველია, რადგან როგორც კი დაიწყება ძლიერი წვიმები, ნაპრალებში ჩავა დიდი მოცულობის წყალი, რაც ქანების დაცურებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც მუდმივად იქნება მეწყრების ჩამოწოლის საფრთხე.

ცალკე თემაა გვირაბების გაკეთებაში დაშვებული შეცდომები, ავსტრიელები, შვეიცარიელები, კანადელები გვირაბის გამოჭრისას იყენებენ სპეციალურ ბურღებს ყოველგვარი აფეთქებების გარეშე, რაც გამოჭრილი გვირაბის ქანების სიმყარის შენარჩუნებას უწყობს ხელს, შემდეგ უკვე იწყება ტექნიკური საშუალებები სპეციალური კონსტრუქციის გამოყენებით, ჯამში კი ვიღებთ ზემტკიცე გვირაბს, რომელიც კოლოსალურ დატვირთვას უძლებს თუნდაც მეწყერის ჩამოწოლის ან თოვლის სქელი ფენის დადების პირობებშიც.

მე კი რაც ვნახე რიკოთზე, აფეთქებებით ჩამოშლილ მთაში გაჭრილ გვირაბში უხარისხოდ ხდება გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები, გვირაბის მიმდებარე მთის ფერდობზე კი ყოველგვარი გასამაგრებელი კონსტრუქციის გარეშე ასხამენ ბეტონის არცთუ სქელ ფენას, რომელიც ჩამოწოლილ მეწყერს მოჰყვება თან და დაცურების პროცესშივე იშლება. გვირაბში რკინაბეტონის კონსტრუქციის მაღალი ხარისხის ბეტონით "ტორპედირების" ნაცვლად ხდება წინასწარ დამზადებული რკინაბეტონის კონსტრუქციის შეტანა, სურათზე ჩანს თუ როგორ დაიშალა ჩამოშლილი ქანების ზეწოლის გამო ამგვარი კონსტრუქცია.


დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია, როცა ამ სტატიას ვწერდი მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რიკოთზე მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. ახლა ზაფხულია, ზამთარში თოვლიან გზაზე ნელი ტემპით მიმავალი ტრანსპორტის პირობებში რომ ჩამოწვეს მსგავსი მეწყერი რას ვშვებით?

image image




0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
143