x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის ყოფილმა კაპიტანმა აღწერა თუ რა მდგომარეობაში იქნებიან დაკარგული ბატისკაფის მგზავრები, თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან
image
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაიკარგა ღრმა სიღრმეებზე ჩასასვლელად შექმნილი ბატისკაფი "ტიტანი" რომელზეც 4 სხვა მგზავრთ-ტურისტთან იმყოფება ბრიტანელი მილიარდელი ხემიშ ჰარდინგი.



თითოეულმა მგზავრმა-ტურისტმა ბატისკაფში მოსახვედრად 250 000 დოლარი გადაიხადა. ბატისკაფს უნდა მოენახულებინა ჩაძირული ლაინერი "ტიტანიკი".


მოგეხსენებათ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ოლიმპიკის კლასის ლაინერი უდიდესი იყო თავისი წყალწყვით და მთლიანად სიდიდით გემი პირველად და უკანასკნელად გავიდა სამოგზაუროდ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს (დღემდე მიდის ბჭობა მართლა აისბერგს შეეჯახა თუ არა გემი) შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი იმყოფებოდა ლაინერზე), მსხვერპლის რაოდენობა "ტიტანიკის" ჩაძირვას უდიდეს კატასტროფად თვლის საზღვაო კატასტროფების ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.



სწორედ ამ გენის ნარჩენების სანახავად ჩაეშვა ოკეანის სიღრმეში ბატისკაფი "ტიტანი", აშშ-ს სანაპირო დაცვის და სპეციალური სამაშველო სამსახურის სპეციალისტებმა დღემდე ვრ მიაგნეს მის კვალს თანამედროვე საკვლევი საშუალებების გამოუყენების მიუხედავად, რადგან წყლის სიღრმე აღნიშნულ მონაკვეთზე 3 კილომეტრს აღემატება.




რამდენიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ გამოაქვეყნა, რომ თითქოს ერთერთმა მგზავრმა ბატისკაფიდან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველანი კარგად არიან, მაგრამ ამას არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია, ბატისკაფი დღემდე არ ამოსულა ოკეანის ზედაპირზე.



ბატისკაფზე სავარაუდოდ არსებულ მდგომარეობაზე "CNN"-ზე ისაუბრა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავის ყოფილმა მეთაურმა დევიდ მარკემ. მან ისაუბრა მგზავრების სავარაუდო მდგომარეობაზე თუ კი ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.


image
ყოფილმა კაპიტანმა თქვა: "თუ კი ბატისკაფის მგზავრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ისინი მისი აზრით უკვე იტანჯებიან წყურვილით და შიმშილით, მაგრამ ეს სავარაუდოდ არ მოკლავს მათ.


-მათ საშინლად სცივათ. წყალი რომელიც ბატისკაფის ირგვლივაა არის გაყინვის ზღვარზე სიღრმის გამო. ოკეანის მარილოვანი წყალი -4 გრადუსზე ყინულად იქცევა. როცა ბატისკაფის მგზავრები ამოისუნთქავენ, ამონასუნთქი იქცევა ორთქლად. ბატისკაფის შიდა ნაწილი დაფარული იქნება ყინულოვანი თრთვილით. ისინი იქნებიან ერთ ნაწილში თავმოყრილნი, რათა ამით შეინარჩუნოს სხეულის სასიცოცხლოდ საჭირო ტემპერატურა.


მათ უკვე უმთავრდებათ ჟანგბადი, ბატისკაფი ივსება ბახშირბადის აირით, რომელიც ნელნელა ახრჩობს მათ.



ბატისკაფში არსებული ნახშიროჟანგის მაღალი კონცენტრაციის გამო მათ ექნებათ საშინელი თავის ტკივილი, ცნობიერების არევა და ღებინება.



სამწუხაროდ ოკეანეების სიღრმეებში წყალქვეშა ნავით ცურვის უდიდესი გამოცდილების მქონე ყოფილმა სამხედრომ საშინელი სურათი დაგვიხატა, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით სამწუხაროდ.



"ტიტანიკის შურისძიება" - ეძებენ ბატისკაფს ტურისტებით, რომელიც "ტიტანიკის" სანახავად ჩავიდა ოკეანეში ცნობილ მილიარდელთან ერთად



0
170
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
170