x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როდესაც კელის ან სხვა ურჩხულის სირინოზის ხმას გაოგებთ, ყურებზე ხელი აიფარეთ" - ხათუნა ხოფერია
image
"კელი დეგნანი - “აშშ-ს ყველაზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა”

ამ ბოლო დროს, ხშირად მიჩნდება განცდა, რომ მითების, ლეგენდების, ბიბლიური სიუჟეტების ხორცშესხმის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ სოდომ- გომორის, ლოთის უმძიმესი ცოდვის, ღმერთის გმობისა და მოკვლის მცდელობის ფაქტებზე არ ვამბობ… ყოველდღიური ყოფაც კი ოდისევსის მეზღვაურების უმძიმეს განსაცდელს მაგონებს, როდესაც ისინი სკილასა და ქარიბდას შორის მიცურავდნენ დასახული მიზნისკენ.დიახ, ორ ურჩხულს შორის მიცურავდნენ და აქთ- იქედან კი სირინოზის ხმები ესმოდათ. მომნუსხველი, ტვინისამრევი, ნეტარებაში ჩამგდები… ჰო და, ისინიც ზღვაში ეთხლიშებოდნენ ბედნიერების საზიარებლად… ეთხლიშებოდნენ და იღუპებოდნენ საშინელი სიკვდილით!

ეს მერამდენე სკილაა ამერიკის ელჩის სახით! ეს მერამდენე ქარიბდაა საბჭოთა თუ ევროკავშირის ბედნიერების მომტანი! ეს მერამდენე სირინოზია ტვინს რომ გვიწამლავს?!….

ისე, სანამ სირინოზების ხმა გაგვაბრუებს და ჩამყაყებულ წყალში გადავეშვებით, რამოდენიმე ფაქტი გავიმეოროთ:


1. ესტონეთმა დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება!

2. FOX- ნიუსიდან ტაკერ კარლსონი გააგდეს, რითაც თავისუფალი სიტყვა აკრძალეს აშშ-ში.

3. ჩეხეთის პრეზიდენტმა- პეტრ პაველმა- საკონცენტრაციო ბანაკების გახსნა ჩათვალა საჭიროდ.

4. კონგრესში ამერიკის დროშების ნაცვლად ლგბტქ+ დროშები ააფრიალეს.

5. მოლდოვამ საკუთარი ენის ნაცვლად, რუმინული ცნო სახელმწიფო ენად.

6. ნატოს გენ. მდივანმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინაში, იარაღის მიწოდებაზე გადის.”

7. შვეიცარიამ ამერიკისთვის ნებისმიერი კლიენტის ანგარიშები გამჭვირვალე გახადა. რითაც მსოფლიო საბანკო სისტემის საყრდენი შვეიცარია- ხერხემალში გადაამტვრია.

8. აშშ-ს პრეზიდენტმა- ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა იკითხოს ლგბტ პროპაგანდისტული წიგნები.

9. ჯოზეფ ბორელის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიღმა ქვეყნები - ჯუნგლებია!

10. ბერბოკის გადაწყვეტილებით, G7- ის შეხვედრის დარბაზის კედლიდან ჩამოხსნეს ქრისტეს ჯვარცმა, რომელიც 370 წელი ეკიდა იმ კედელზე!

ეს ისე, რაც გამახსენდა ბოლო ერთი წლის “მარგალიტებიდან”!

დანარჩენი, და ასეთი უამრავია, თქვენ დაამატეთ კომენტარებში, ჩემო მეგობრებო!

მე არ დავწერე ყველა ის სირინოზული გამონათქვამები, რაც ჩვენი სამშობლოს მიმართ გაჟღერდა. არც ის ქმედებები, რაც ჩვენი წუმპეში ჩასათხლეშად კეთდებოდა და კეთდება რუსულ- ამერიკული ანუ სქილა- ქარიბდის მხრიდან.

ასე რომ, როდესაც კელის თუ რომელიმე სხვა ურჩხულის სირინოზის ხმას გაიგებთ, ყურებზე ხელი აიფარეთ!

თან მუდამ გახსოვდეთ ბრუტუსის სიტყვები მეგობრის მკვლელობის შემდეგ რომ ჩაიბურტყუნა:

- იცოდე, კეისარო, მენანებოდი!

მშვიდობით ნაოსნობას ვუსურვებ ჩვენ სამშობლოს ორ ურჩხულს შორის!"-წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია.

0
155
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0