მსოფლიო საიდუმლო თითქმის 100 წელი ინახებოდა: ამიტომაც არ დაკრძალავენ ლენინს 2023, 21 ივნისი, 0:04 მავზოლეუმი, სადაც ლენინი განისვენებს, არავის აძლევს მოსვენებას. ხალხი გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დატოვოს ლიდერის ცხედარი მოსკოვის ცენტრში. ხალხს სურს, რაც შეიძლება მალე დაიკრძალოს იგი და დაივიწყოს წარსული. ვლადიმერ ილიას ძე ლენინი დაკრძალეს 1924 წლის იანვრის ბოლოს. ლიდერის დაკრძალვა ძერჟინსკის ხელმძღვანელობით საიდუმლო კომისიამ ჩაატარა. გეგმის მიხედვით, ლენინის ცხედარი მოკრძალებულად უნდა გაეტარებინათ ხერემონიალური მსვლელობით და დაკრძალულიყო კრემლის კედელში. ვინაიდან 21 იანვარს გარდაიცვალა, ცხედრის დაკრძალვას 24 იანვარს აპირებდნენ, თუმცა დაკრძალვისთვის მზადება გადაიდო და თარიღმა იმავე თვის 27-ში გადაინაცვლა. ამ შეფერხების მიზეზი ის იყო, რომ მუშებმა საფლავი ვერ გათხარეს. გარეთ იანვარი იყო და მიწა გაყინული გახლდათ. საკომუნიკაციო გაყვანილობებმა და აღმოჩენილმა მიწისქვეშა გვირაბებმაც ხელი შეუშალათ. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ დაკრძალვა ტექნიკური მიზეზების გამო არ გადადებულა. ლენინის სიკვდილის შემდეგ ხალხის ლიდერი ვიღაც უნდა გამხდარიყო. მთავარი კონკურენტი ამბიციური სტალინი იყო. თუმცა მას კონკურენტი ტროცკი ჰყავდა. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიტყო ლენინის სიკვდილის შესახებ. ტროცკის დაკრძალვისთვის მოსკოვში სასწრაფოდ წასვლა სურდა. მაგრამ ვერ მოახერხა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე სტალინმა დაურეკა ტროცკის და ურჩია, არ მისულიყო ლენინის დაკრძალვაზე, რომლის თარიღი მოულოდნელად სხვა დღეს გადაიტანეს. გასაკვირია, რომ ტროცკიმ გაითვალისწინა რჩევა და არ გამოჩენილა მოსკოვში. შესაძლოა, მას ესმოდა, რომ ლენინს დაეხმარნენ სიკვდილში და არ სურდა შემდეგი ყოფილიყო. როგორც ოფიციალურმა გაკვეთამ აჩვენა, ვლენინი თავის ტვინის სისხლდენით გარდაიცვალა. თუმცა არაოფიციალური წყაროებით და კრემლიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ის ათაშანგის შანკრებისგან გარდაიცვალა, რომელმაც ტვინი დაუზიანა. მანამდე ის სამ ინსულტს გადაურჩა. გაკვეთის შემდეგ გადაწყდა ცხედრის ბალზამირება. მთელი პროცედურა 22 იანვარს გაიმართა. შემდეგ კი გადაწყვიტეს ცხედარი არ დაემარხათ, არამედ გამოეფინათ საჯაროდ, რათა ხალხს არ ეფიქრა, რომ ლენინი მოკვდა და ხალხი საბოლოოდ მიატოვეს. "ლენინი სამუდამოდ იცოცხლებს". 1924 წლის 27 იანვარს ქუჩაში 35 გრადუსიანი ყინვა იყო. თუმცა სიცივემ არ შეაშინა ისინი, ვინც ლიდერთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა მთელი ქვეყნიდან. . პროლეტარიატს სჯეროდა, რომ ლიდერის იდეები სამუდამოდ იცოცხლებდნენ და მისი მემკვიდრეები შექმნიდნენ ნათელ მომავალს, რომელსაც ლენინი დაჰპირდათ. 1228 2-ს მოსწონს
|