x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"უტიფრობასაც აქვს საზღვარი" - ნინო ნადირაძე თინა ბოკუჩავას პასუხობს

image


კლინიკა "ვივა მედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ ნელსონ მანდელასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას "უტიფრობას" უწოდებს:


"უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ", - დაწერა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში.


უცვლელად გთავზობთ თინა ბოკუჩავას იმ გაცხადებას, რომელსაც ნინო ნადირაძე-კუზანოვას ზემოაღნიშნული ფეისბუქსტატუსიც მოჰყვა:


"ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე. მაგალითად, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ, შეისწავლონ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში. თავისთავად, არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს, საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს და სხვადასხვა სახით პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს.


მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება, ის ამბობს, რომ მზად არის, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა, ჩამოვიდა, რომ ხვდება, გადასარჩენია ქვეყანა, რადგან რუსული რეჟიმი ევროპულ პერსპექტივას ართმევს" – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.









0
676
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
676