x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"სხვა მოიძებნება": რატომ დაახვრეტინა სტალინმა თავისი პირადი მდივნის ცოლი?

image


სტალინის ეჭვიანობა ყოველგვარ წარმოდგენილ და წარმოუდგენელ საზღვარებს სცდებოდა. შესაძლოა, ეს ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმით იყო გამოწვეული, თუმცა ეჭვმიტანილი ადამიანებისთვის ამის ატანა ადვილი საქმე არ იყო, ვინაიდან ამის შემდეგ, მათი ცხოვრება უარესობისკენ იცვლებოდა, ზოგჯერ კი ნამდვილ კატასტროფაშიც კი იზრდებოდა. ხშირად "ერის მამის" აკვიატებების მსხვერპლი მასთან დაახლოებული პირებიც ხდებოდნენ. ალექსანდრე ნიკოლაევიჩ პოსკრებიშევს თითქმის 20 წლის განმავლობაში მისი პირადი მდივნის თანამდებობა ეკავა, რომელსაც ხშირად "სტალინის ჩრდილსაც" კი უწოდებდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო ყველაზე ახლო ადამიანი იოსებ ბესარიოსთვის, თუმცა, ამ ფაქტს ის ბედიერად არ უქცევია. თანამედროვეები მას "სტალინის საყვარელ მსხვერპლსაც" კი უწოდებდნენ, თუმცა ლიდერის ზოგიერთი არაადეკვატური გადაწყვეტილების გამო "ერის მამის" მდივნის გარდა, მასთან დაახლოებული ადამიანებიც იტანჯებოდნენ.




პოსკრებიშევის ოჯახური ცხოვრება


image


ალექსანდრე ნიკოლაევიჩი 10 წლის განმავლობაში ცნობილ რევოლუციონერ იადვიგა იპოლიტოვნა სტანკევიჩზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც მას შვილები არ ჰყავდა, რაც შეეხება მის მეორე ცოლს, ის 24 წლის ბრონისლავა მეტალიკოვა გახლდათ, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ქალიშვილი გალინა ჰყავდა. 1938 წელს ქალს პოსკრებიშევისგან მეორე ქალიშვილი, ნატალია შეეძინა. ალექსანდრე ნიკოლაევიჩი თავის ახალგაზრდა ცოლზე გიჟდებოდა, ხოლი საერთო ბავშვის დაბადებამ ის სრულიად ბედნიერი გახადა, თუმცა უდარდელი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.




ფატალური ოჯახური კავშირები


image


ბრონისლავას ჰყავდა ღვიძლი ძმა, მიხაილი, რომელიც დაქორწინებული იყო ქალზე, რომლის დაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლევ ლვოვიჩ სედოვის მეუღლე იყო, რომელიც ლეონ ტროცკის უკანონო ვაჟი გახლდათ. ერთი წლით ადრე, სანამ მეტალიკოვა პოსკრებიშევის ცოლი გახდებოდა, ბრონისლავა და მიხაილი ლევ ლვოვიჩს პარიზში შეხვდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე, ხოლო საუბარიც - უმნიშვნელო იყო, მან თავისი საბედისწერო როლი პოსკრებიშევის მეორე მეუღლის ცხოვრებაში მაინც შეასრულა.




ბრონისლავას მძიმე ხვედრი


image


საბედისწერო შეხვედრა შეიძლებოდა შეუმჩნეველიც კი დარჩენილიყო, ბრონისლავას ყოფილ ქმარს ამის შესახებ რომ არ ეცნობა იქ "სადაც საჭირო" იყო, რომელმაც მისგან წასულ ქალზე შური ამგვარად იძია. კონკრეტულ მომენტამდე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მას, როგორც ლიდერის პირადი მდივნის მეუღლეს, არ ეხებოდნენ, თუმცა საქმე მაინც აღიძრა. 1937 წელს "დიდი ტერორი" დაიწყო, მქნევარაში ტროცკისტებთან კავშირში ბრალდებული მიხაილ მეტალიკოვი მოყვა.

image


მის დას ბრონისლავას მაშინაც არ შეხებიან, რაზეც პოსკრებიშევმა იზრუნა. ამბობდნენ, რომ ლავრენტი ბერიამ საქმე დაამუხრუჭა, თუმცა მას პირობა წაუყენა რომ ბრონისლავა აღარ ენახა და საერთოდ, მისი არსებობაც კი დაევიწყებინა. ქალისთვის ყველაფერი შეიძლებოდა ფორმალური სასჯელითაც კი მოგვარებულიყო, შესაშური მუდმივობით რომ არ შეეხსენებინა საკუთარი თავი "კომპეტენტური ორგანოებისთვის". დაპატიმრებული ძმით შეწუხებულმა ბრონისლავამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობა დაიწყო, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო.


image


მაშინ პოსკრებიშევის მეუღლე პირად მიღებაზე სახელმწიფო უშიშროების მაშინდელ გენერალურ კომისართან ბერიასთან გაემართა. ეს ვიზიტი მისთვის საბედისწეროდ იქცა. ქალი ლუბიანკადან აღარ გამოუშვეს. თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, პოსკრებიშევი მეუღლის მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, რადგან კარგად ხვებოდა, რომ ბერია მას აღარ გაუშვებდა, ასეც მოხდა, ბრონისლავა დააკავეს. უნდა ვაღიაროთ რომ ალექსანდრე ნიკოლაევიჩი, სიტუაციაზე გავლენის მოხდენას ყველანაირად ცდილობდა, მან სტალინს თხოვნით პირადად მიმართა, რაზეც ლიდერს რეაგირება არ მოუხდენია. მეტიც, მან საკუთარ მდივანს ცოლის დაკავების შესახებ ორდერის შედგენა და მისთვის ხელმოსაწერად დოკუმენტის მიტანაც კი უბრძანა.


image


როდესაც პოსკრებიშევმა ცრემლები ვერ შეიკავა, გენერალურმა მდივანმა მას მკაცრად უთხრა რომ "ახალ ქალს უპოვიდა". სტალინმა სიტყვა შეასრულა და მეორე დღეს მისი მდივნის ბინაში, ეკატერინა ზიმინა მივიდა, რომელიც იქ საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად და ბავშვების მოსავლელად იყო მივლენილი. მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალმა პოსკრებიშევის მეუღლის ვაკანტური ადგილიც დაიკავა. გამოძიების ქვეშ მყოფი ბრონისლავა კი იმ დროს დედაქალაქის ციხეში იმყოფებოდა და საკუთარ განაჩენს ელოდა.


image


მშვიდობიანობის დროს, ის დახვრეტასაც გადაურჩებოდა, თუმცა გარეთ 1941 წლის შემოდგომა იდგა. გერმანელები მოსკოვში შეჭრას ცდილობდნენ, მაშინ ბევრ პატიმარს სიკვდილი ნაჩქარევად მიუსაჯეს. მათ შორის იყო ბრონისლავა პოსკრებიშევაც, რომელიც 1941 წლის 16 ოქტომბერს დახვრიტეს და დედაქალაქის მახლობლად საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

image


სტალინის პირადი მდივნის მეუღლის რეაბილიტაცია, ისევე როგორც მრავალი სხვა უდანაშაულო მსჯავრდებულის, ლიდერის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ბრონისლავა სოლომონოვნა ნოვოდევიჩის სასაფლაოს კედელში 1957 წელს ხელახლა დაკრძალეს.










0
1043
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1043