საქართველო
"რა დავაშავე ეგეთი? ეს ფრჩხილის სოკოს მიკრობი რომ ფბ მეგობრებში არ შემემატოს?"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 18 ივნისი, 17:36

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის ფეისბუქგვერდის ფოტოს აზიარებს:

"დავით აღმაშენებელო, იოსებ სტალინო, ბოდბელო და გორის ეპისკოპოსებო, შალვა კეკელიავ, თეგეტა მოტორსო და კიდევ ვინ ჩამოვთვალო, რა დავაშავე ეგეთი? ამქვეყნიური ტანჯვისთვის მიშა ქარელი და მაგისნაირი ათამდე შიბაქი არ მეყოფა მეზობლად, ეს მერაბიშვილის ფრჩხილის სოკოს მიკრობი რომ ფბ მეგობრებში არ შემემატოს?"-ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტში.