x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ოპენჰაიმის ძვლების სახლი: ადგილი, რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს
ოპენჰაიმის წმინდა კატარინას ეკლესიას ცაში მშვიდად აქვს აზიდული წვეტიანი სახურავი, რაც მნახველში იდილიურ განწყობას ქმნის, თუმცა იმას, რაც ეკლესიის ეზოს საპირისპირო მხარეს, უკანა ნაწილში მდებარეობს, ყველაფერს უწოდებ ადამიანი იდილიურის გარდა. აქ, წმინდა მიქაელის კაპელაში განისვენებს 20 ათასამდე ადამიანის თავის ქალა ძვლებითურთ.


ორსართულიანი კაპელის პირველი სართული, რომელიც ფართობით 70 კვადრატული მეტრია, მთლიანად ადამიანების ძვლებით და თავის ქალებით არის მოფენილი.


მიცვალებულთა ძვლები აქ მოიტანეს იმის გამო, რომ სასაფლაოზე ადგილი აღარ ეყოთ. ადგილის ნაკლებობა აქ მე-15 საუკუნეში წარმოიშვა, როცა ომებმა, აჯანყებებმა, შავმა ჭირმა და შიმშილმა ბევრ აქაურს გაავლო მუსრი.


ძვლები



საბოლოო ჯამში სასაფლაოზე ახალი მიცვალებულებისთვის ადგილი აღარ დარჩა და ოპენჰაიმის ხელმძღვანელობაც იძულებული გახდა, რაიმე გამოსავალი ეპოვა. 1424 წელს მიქაელის კაპელა ააგეს და დიდი ხნის გარდაცვლილი მიცვალებულები მიწაში 10-15-წლიანი განსვენების შემდგომ აქ გადმოასვენეს.


ამ ღონისძიების მეშვეობით ადგილი სასაფლაოზე კვლავაც გამოთავისუფლდა, თუმცა სასაფლაო პერიოდულად ივსებოდა და აქაურებიც ნაცად ღონისძიებას კვლავ და კვლავ მიმართავდნენ. 1400-1750 წლებში გადმოსვენებულ მიცვალებულთა რიცხვი 20 ათასი გახდა, თუმცა ადგილის დეფიციტი კაპელაშიც გაჩნდა. ამიტომ ძვლები და თავის ქალები ერთმანეთზე იმგვარად დააწყეს, რომ საამისოდ რაც შეიძლება მცირე ფართობი გამხდარიყო საჭირო.


ძვლები


დღეს ეს საძვალე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული. ტურისტებს 20, 000 მიცვალებულის ნეშტი გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში გარედან შეუძლიათ დაათვალიერონ, სადაც იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს განსვენებულებს სიკვდილის შემდეგაც პატიმრობა ჰქონდეთ მისჯილი…

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0