x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არტეფაქტების კვალდაკვალ – ადამიანი დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვენი პლანეტის ასაკი 4, 6 მილიარდი წელია და ბოლო პერიოდამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის წინაპარი — ავსტრალოპითეკი, დედამიწაზე 5 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ხოლო, გონიერი ადამიანი — მხოლოდ 40-30 ათასი წლის წინ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ეთიოპიაში, აღმოჩენილმა ადამიანის ყბის ნაწილმა, რომელიც 3, 5 - 3, 3 მლნ. წლით არის დათარიღებული და ჩვენი ყბისგან არაფრით განსხვავდება, მეცნიერები გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღის გადაწევაზე დააფიქრა...


image


თუმცა, ქვემოთ მოყვანილი აღმოჩენების ფონზე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ თარიღზე შეჩერდებიან ისინი — 40 ათასზე, 3 მილიონზე ან თუნდაც, 5 მილიონზე, რადგან უკვე საკმარისი არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელთა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დედამიწაზე, გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღი, 5 მლნ. წელზე, ბევრად უფრო შორეული წარსულისკენ იწევს.

მაგ., 1786-1788 წლებში, ფრანგი მუშები, რომლებიც ქ. ექს-ან-პროვანსის მახლობლად, ქვის კარიერში მუშაობდნენ, 15 მ. სიღრმეზე, წინამორბედების მიერ დატოვებულ ხელსაწყოებს პოულობდნენ, რომლებიც თანამედროვე ხელსაწყოებისგან არაფრით განსხვავდებოდა. იქვე ნაპოვნი იყო მონეტები და ხის ფიცრებისგან გაკეთებული ფარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ქვის კარიერებში, ქვების გადასატანად იყენებენ. ამაში განსაკუთრებული, თითქოს არაფერია, თუ იმასაც არ აღვნიშნავთ, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ეს ნივთები მიწისქვეშ იყო, ხის ფარმა ქარვად გადაქცევა მოასწრო (ხის ქარვად გადასაქცევად, მინიმუმ 25 მლნ. წელია საჭირო).

image1934 წ. ტეხასის შტატში, ქ. ლონდონის მახლობლად, ქვა იპოვეს, რომელშიც განამარხებული ხის ტარიანი ჩაქუჩი იყო. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქანის ასაკი, რომელშიც ჩაქუჩი ნახეს, 140 მლნ. წლის იყო, ანუ იმ პერიოდს ეკუთვნოდა, როდესაც დედამიწაზე, დინოზავრები ბატონობდნენ. ხოლო ლითონი, რომლისგანაც ჩაქუჩის თავი იყო დამზადებული, 97% რკინას შეიცავდა.

1844 წ. შოტლანდიაში, ქინგუდის კარიერში, აღმოჩენილი იყო ქანი, რომლის ასაკი 360-408 მლნ. წლით განსაზღვრეს. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ლურსმანი, რომელიც შიგნით იყო განამარხებული.

იგივე 1844 წელს, ლონდონის "ტაიმსი" წერდა, რომ ქვის მომპოვებლებმა 2, 5 მეტრ სიღრმეზე, ერთ-ერთ ქანში, ოქროს ძეწკვი აღმოაჩინეს. ხოლო, კვლევის შედეგად, ამ ქანის ასაკი 360-320 მლნ. წლით განისაზღვრა.

image1852 წელს, მასაჩუსეტსის შტატში, ქ. დორჩესტერის სიახლოვეს, თუთიის და ვერცხლის ნაერთისგან დამზადებული თასი აღმოაჩინეს, რომელიც 600 მილიონი წლის ქანებში იყო განამარხებული.

ილინოისის შტატში, 1871 წელს, მაღაროელებმა ქვანახშირის მოპოვებისას, ერთი მუჭა ბრინჯაოს მონეტა იპოვეს. ამ არტეფაქტების მიკუთვნება, ჩვენთვის ცნობილი, რომელიმე ძველი ცივილიზაციისთვის რთული არ იქნებოდა, რომ არა ადგილი, სადაც ეს მონეტები იყო ნაპოვნი. მეცნიერებს ამის საშუალებას არ აძლევს ქვანახშირი. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვანახშირმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანა, რადგან მისი ფორმირებისთვის, აუცილებელია მცენარეული მასის დაგროვება. ეს პროცესი უძველესი ტორფის ჭაობებში, დევონური პერიოდიდან (დაახლოებით, 400 მლნ. წლის წინ) იწყება და ყველაზე უძველესი ნახშირის ასაკი, 300—350 მლნ. წლით ფასდება. ქვანახშირის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ, 50 მლნ. წლის წინ დასრულდა.

უძველესი არტეფაქტების ჩამონათვალის გაგრძელება, კიდევ შეიძლება... და ეს შორს წაგვიყვანს. მაგრამ, არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნოთ, სამხრეთ აფრიკის მაღაროებში, ნაპოვნი უამრავი შავი ბურთულას შესახებ, რომლებზეც ერთმანეთის პარალელური სამ-სამი ზოლია დატანილი. ხოლო ქანები, რომლებშიც ამ ბურთულებს პოულობენ, 2, 8 მილიარდი წლით არის დათარიღებული.

image


ზემოთ ჩამოთვლილი არტეფაქტები, შემთხვევით, სამრეწველო საქმიანობის დროს აღმოაჩინეს და უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე, ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენლებს, არანაირი წარმოდგენა არა ჰქონდა, ადამიანის მოდგმის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის და ძველი ცივილიზაციების არსებობის შესახებ. ამ მხრივ, გამონაკლისს, მხოლოდ ძველი საბერძნეთის და რომის კულტურა წარმოადგენდა. ეს უმეცრების ბარიერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ გადაილახა, რაც ნაპოლეონი, თავისი არმიით, 1798 წ. ეგვიპტეში შეიჭრა.


image


ქვეყანაში, იმ წლიდან დაიწყო მუშაობა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ და იქიდან მოყოლებული, მეცნიერები, პრაქტიკულად ყოველ დღე, ახალ-ახალ, სენსაციურ აღმოჩენებს აკეთებდნენ... 1821 წ. ლინგვისტებმა მოახერხეს ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა და ევროპის საზოგადოებამ, იმ ქვეყნის წარსულის, ტრადიციების, რწმენისა და ცხოვრების წესის შესახებ შეიტყო. სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში, სწორედ მაშინ დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ ეგვიპტე, მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი იყო.

1961 წელს, პერუელმა მედიცინის პროფესორმა, ხუან კამბრერამ, ქ. იკის გარეუბანში, მოხატული ქვები აღმოაჩინა. დღეს ამ ქალაქში, მუზეუმი არის, 5 დარბაზით, რომელშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ, ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი, ისე, როგორც, თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ, ქვებზე, კომიქსების გმირები კი არა, იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში, დედამიწაზე ჩვენი ცივილიზაციის გამოჩენამდე, ცხოვრობდნენ.


image


ამ ნახატებზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან, არიან ქირურგები, ოპერაციის დროს... ნახატების მიხედვით ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებაც შეეძლოთ. არის ქვები, რომლებზეც რუკებია დახატული. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვების ნახატებით გადმოცემულია ინფორმაცია, დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტს შესახებ.

რაც შეეხება დინოზავრებს, რომლებიც სათაურშიც არის ნახსენები, ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, ისინი 65 მლნ. წლის წინ ამოწყდნენ. ადამიანი (homo) კი, იგივე მეცნიერების მტკიცებით, მხოლოდ 2 მლნ. წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი სამყაროს განვითარების ისტორიაში, არ არსებობდა პერიოდი, რომელშიც დინოზავრებს და ადამიანებს ერთად ცხოვრება შეეძლოთ.


image


და კიდევ, ის რომ დინოზავრები საერთოდ არსებობდნენ, ჩვენმა ცივილიზაციამ მხოლოდ XIX საუკუნის შუა პერიოდში შეიტყო, როდესაც ტერმინი «დინოზავრი» გაჩნდა. მანამდე, შემთხვევით, ან არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოჩენილ ძვლებს, უბრალოდ, გიგანტების ძვლებს ეძახდნენ. ხოლო, ნაპოვნი არტეფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ინფორმაციას დინოზავრების შესახებ, ადამიანები, რომლებიც თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ჯერ კიდევ უძველეს დროში ფლობდნენ და ეს ინფორმაცია, მათ ქვებზე, ნახატების სახით დაგვიტოვეს. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენს "მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"

* ისინი და მეძავები ერთ საფეხურზე იყვნენ – 10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათების შესახებ

* რა იყო და როგორ "შეიცვალა" – ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ეგონა



0
293
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0