სხვა როდესაც ის გაიტაცეს, მხოლოდ 21 წლის იყო - მომდევნო 11 წელი მან დამნაშავის "ხელში" გაატარა და ძლივს გადარჩა 2023, 16 ივნისი, 18:55 ბევრი სერიული მკვლელის მიდრეკილებები ყველაზე გამოცდილი გამომძიებლებისა და ფსიქიატრებისთვისაც კი აუხსნელია. ასე მოხდა არიელ კასტროს შემთხვევაშიც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სამი გოგონა მძევლობაში ჰყავდა, რომლებზეც გამუდმებით ძალადობდა. გამოძიების მსვლელობისას ფსიქიატრებმაც კი ვერ გაარკვიეს კონკრეტულად თუ რა იყო მამაკაცის მოტივაცია. ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველზე კასტრო სრულიად ჯანმრთელად გამოცხადდა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხეში დიდხანს არ დარჩენილა, რადგან სასამართლო პროცესიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა.კასტროს პირველი მსხვერპლი მიშელ ნაითი გახდა, რომელსაც ის მაღაზიაში შემთხვევით შეხვდა. კასტრომ გოგონას სახლში წაყვანა შესთავაზა, რაზეც ის დათანხმდა. მიშელი ვერც კი ხვდებოდა წინ რა ელოდა. არიელი მიშელის ერთ-ერთი ნაცნობის მამა იყო, ამიტომაც სახლში წაყვანას მას ასე უპრობლემოდ დათანხმდა. გზად დამნაშავემ სახლისკენ იმ მიზეზით გადაუხვია რომ აუცილებელი საქმე გამოუჩნდა. ნაითს ეჭვი არაფერზე შეჰპარვია. ის დამნაშავის სახლში მას შემდეგ მოხვდა, რაც კასტრომ გოგონას ახლად დაბადებული ლეკვების დათვალიერება შესთავაზა. არიელმა გოგონას თავში ჩაარტყა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა.მან გოგონა ჭერზე ჩამოკიდა, რომელსაც რეგულარულად შეურაცხყოფდა და აშიმშილებდა, ხოლო როდესაც მიშელი დაორსულდა, მუცლის მოშლის მიზნით მან ნაითს წიხლი დაარტყა. გოგონა მუდმივად ფიქრობდა, რომ ყოველი დღე მისთვის ბოლო იქნებოდა. ნაითი მეორე სართულზე, პატარა დახურულ ოთახში იყო ჩაკეტილი, ხოლო ქვემოთ, სარდაფში, მას კიდევ ერთი ტყვე ჰყავდა გამომწყვდეული. 16 წლის ამანდა ბერიც ასევე მის მიერ იყო გატაცებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ შორის ჯინა დეჰესუსიც აღმოჩნდა. გატაცების დროს ის მხოლოდ 14 წლის გახლდათ, მასაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენ გოგონებს.გატაცებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ამანდა ბერი დაორსულდა. კასტრომ გადაწყვიტა, რომ მას ეს ბავშვი სჭირდებოდა. ბერი, ნაითმა აუზში ამშობიარა, ასე მოევლინა სამყაროს პატარა გოგონა - ჯოსელინი. არიელი ქალიშვილზე ჭკუას კარგავდა, თანდათან მან ტყვეების საცხოვრებელი პირობების შემსუბუქებაც დაიწყო, რამაც მათ საბოლოოდ, გაქცევის საშუალებაც მისცა. ერთ დღეს კასტრო სახლიდან გავიდა და კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. გოგონებს ქუჩიდან მხოლოდ მწერების ბადე აშორებდა. მძევლებმმა ის უკან გადააგდეს და დახმარება ითხოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიცია უკვე სახლთან იყო.სასამართლო დარბაზში განაჩენს სერიული დამნაშავის მხოლოდ პირველი მსხვერპლი მიშელ ნაითი ესწრებოდა. მან მშვიდად ჩაუარა კასტროს გვერდით, რომელსაც უთხრა რომ ის 11 წელი ჯოჯოხეთში ცხოვრობდა. კასტროსთვის კი ნამდვილი ჯოჯოხეთი სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, მაგრამ მან ვერ შეძლო იმ პირობებში ცხოვრება, რომელშიც მას დარჩენილი სიცოცხლე ან თუნდაც რამდენიმე თვე უნდა გაეტარებინა. ის საკანში მოთავსებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. არიელის საქმე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ და გახმაურებულ ქეისად იქცა.434 შეფასება არ არის |