x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"გარუსების მცდელობამ შეაღწია ყველა დონეზე" - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ღალატი და გარუსების მცდელობაა და, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ატიურად აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვას.


მიხეილ სააკაშვილი



"ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.



საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.


მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.



უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.



დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.



ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას".




ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება, 2022 წლის 22 მაისიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. მას 6 წელი აქვს მისჯილი.

0
49
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0