x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მე ისევ უკრაინაში ვაპირებ დაბრუნებას და არ ვიცი წინ რა მელის, მაგრამ "ინტერმედიას" მადლობას ვუხდი, რადგან მან მომცა საშუალება მცირედით მაინც დავეხმარო სხვას

image არავინ იცის ცხოვრებაში წინ რა ელის, არც მე ვიცი ბუნებრივია. მით უფრო როცა ჩემს მეორე სამშობლოში უკრაინაში ვაპირებ ისევ დაბრუნებას.


სწორედ აქედან გამომდინარე მომინდა დამეწერა ეს სტატია, ვინც აქ მიცნობს დარწმუნებული ვარ იცის მლიქვნელობა და პირფერობა ჩემგან შორს რომაა და სათქმელსც აქაც პირდაპირ და ალალად ვიტყვი.

არც სამსახური მაკლდა და არც თანამდებობა თავდაცვის სისტემაში, არც პირადი დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობისას მქონია ფინანსური პრობლემები, მით უფრო როცა ძალიან ძლიერი ფერმერული მეურნეობაც გვაქვს სოფელში, რომელიც სოლიდურ შემოსავალს გვაძლევს ოჯახს.


მე სხვა რამეზე მინდა დავწერო, მინდა მადლობა გადავუხადო "ინტერმედიას" შექმნელებს და დღევანდელ ადმინისტრაციას, ასევე ჩემს ერთგულ მკითხველებს, რადგან მათ, ჟურნალისტიკაში სრულიად დილეტანტ ადამიანს საშუალება მომცეს საზოგადოებისათვის მიმეწვდინა ჩემი ნააზრევ-ნაფიქრალი, ხოლო აქ გამომუშავებული თანხა სრულიად დამეხარჯა ქველმოქმედებაში. დასამალი არაფერია, ისეთი თვეებიც მქონია როცა 400-500 ლარს ვიღებდი აქ და ღმერთმა ხომ იცის აღებული თანხიდან არასდროს თეთრი რომ არ მომიხმარია საკუთარი საჭიროებისათვის, თანხას დღემდე ვახმარ ორ ძალიან კარგ მოზარდს, რომლებიც აუცილებლად მომავალში საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გახდებიან.

ყოველივე ამას კი ვუმადლი "ინტერმედიას", როცა ერთმანეთს გავუწვდით ხელს დახმარების მიზნით, ქვეყანაში სოციალურად გაჭირვებულთა რიცხვიც შემცირდება. მე 100 ლარს გავიღებ, სხვა ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს, ლარი რომ ლარია ისიც ხშირად საკმარისია კეთილი საქმის გასაკეთებლად.

სწორედ ამისათვის ხელმეორედ ვუხდი მადლობას პორტალის შემქმნელებს და დღევანდელ ადმინისტრაციას, მკითხველებთან ერთად.


უღრმესი მადლობა თქვენ, მე არაპროფესიონალ ავტორს იმის საშუალებას და უფლებას, რომ მაძლევთ, თუნდაც მცირედით დავეხმარო სხვას.

"ჩვენ ერთი გუნდი ვართ"-პატივისცემით, ჯერჯერობით-თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გუჯა ჩიჩუა.

0
29
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
29