საქართველო ლოპოტას ხეობაში შსს--ს მიერ ლიკვიდირებული ქისტების ახლობლების ინტერვიუ 2012, 4 ოქტომბერი, 16:29 როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩაატარა სპეცოპერაცია, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის მიზნით. სპეცოპერაციის შედეგად "დივერსანტთა" ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა. მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქე იყო: ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ცხედრების გადაცემაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულები პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ. ლოპოტას ხეობაში შსს--ს მიერ ლიკვიდირებული ქისტი ახალგაზრდების ბაჰაუდინ ალდამოვის და ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინტერვიუ მისცეს. როგორც გარდაცვლილის დედა იუწყება ხელისუფლება ამისთვის წინასწარ მომზადებული რომ იყო, ეს მთელმა საქართველომ იცის. გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 4 მამაკაცის ცხედარი თბილისში, აეროპორტთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე, ერთ ორმოში დამარხეს. მათივე თქმით, სპეცოპერაციას 10 ადამიანი გადაურჩა. გთავაზობთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის, www.ick.ge-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუს ბაჰაუდინისა და ასლანის ოჯახის წევრებთან
116 6-ს მოსწონს
|