სხვა რა იწვევს ალბინიზმს 2012, 4 ოქტომბერი, 16:28 ალბინიზმი (ალბუს) -ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თეთრს, რომელიც წარმოადგენს, ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ნორმალური პიგმენტაციის უქონლობას. ალბინიზმი მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებაა, გადადის რეცესიული გენით, რომელიც ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში ხელს უშლის პიგმენტის (მცენარეებში - ქლოროფილის, ხოლო ცხოველებში მელანინის) სინთეზს. სრული ალბინიზმის შემთხვევაში მცენარეს ფოტოსინთეზის უნარი არ აქვს და ის იღუპება. მცენარეებში გვხვდება ალბინიზმის სხვა ფორმაც, რომელიც გენების ცვლილებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ შეპირობებულია ქლოროპლასტების მემკვიდრეობითი ცვლილებებით. გამოანგარიშებულია რომ ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70-ადამიანიდან ერთი, ხოლო მისი გამომჟღავნების სიხშირეა 1: 20 000. ალბინოსი შეილება იყოს ადამიანი, ცხოველი და მცენარე. წარმოგიდგენთ მათ რეალურ ფოტოებს. 1048 12-ს მოსწონს
|