მსოფლიოში ყველაზე შეუხედავი ქალი, ლიზი ველასკესი აღნიშნავს, რომ მას როცა დაჟინებით უყურებენ, საშინლად სტკივა გული. თუმცა ცდილობს, რომ ასეთმა დაცინვამ სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდოს ის საშინლად გრძნობს თავს, როცა მას ხალხი დაჟინებით უყურებს და გამუდმებით ჩურჩულებენ. ლიზი ველასკესი მხოლოდ 23 წლის გახლავთ, იგი იშვიათი დაავადების გამო 26 კილოგრამს იწონის. მას სხეულის კანქვეშ ცხიმოვანი საფარი საერთოდ არ გააჩნია, საბრალო გოგონას დღეში 60-ჯერ მაღალკალორიული საკვების მიღება უწევს, თუმცა წონაში საერთოდ არ იმატებს. გოგონას დედა ამბობს რომ, ექიმებს წარმოდგენა არ აქვთ, მისი შვილი აქამდე ცოცხალი როგორ არის. მედიკოსების აზრით ის სიარულს და ლაპარაკს ვერასდროს შეძლებდა. 2 წლის ასაკში, ლიზი 5 თვის ბავშვის ზომის გახლდათ. ექიმები ამბობენ, რომ ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება და მათ არ იციან მომავალში, რა შეილება დაემართოს გოგონას. თავად ლიზი ცდილობს იმედი არ დაკარგოს. მისი თქმით, მან ამ საშინელ დაავადებასთან ერთად ცხოვრება უკვე ისწავლა.