მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი, შარლოტა გარსიდე 5-წლის გახლავთ და ის მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის და სიმაღლეში 68-სანტიმეტრია. დაბადებისას იგი 1-კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა ხოლო სიმაღლე მხოლოდ 25 სანტიმეტრს შეადგენდა. პატარა შარლოტა მიუხედავად სიმაღლის და წონისა ის უკვე სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებლების თქმით შარლოტა 3 წლის ბავშვის განვითარების დონისაა, რაც გაცილებით უფრო მაღალი შეფასებაა. ექიმების განმარტებით კი შარლოტა 2 წლამდეც ვერ მიაღრწევდა მაგრამ საბედნიეროდ მან გადალახა ის კრიზისი. სამწუხაროდ შარლოტას ჯამრთელობა მდგრადი არაა მას სუსტი იმუნიტეტი, ღვიძლზე კისტა და გონებრივად შენელებული განვითარება აქვს, თუმცა მისი მშობლები სკოტი და ემა მცდელობას არ აკლებენ, რომ მას ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებისეული პირობები შეუქმნან.
შარლოტას ორი და ყავს ერთი 12-წლის მეორე კი 8-წლის. მათ ძალიან უყვართ პატარა დაიკო და ამბობენ რომ ის ძალიან ცელქი და მოუსვენარია.
პატარა შარლოტას მშობლები განმარტავენ: მიუხედავად იმისა, რომ იგი ტანით პატარაა მას ძალზედ დიდი გული აქვს და იგი საკმაოდ კერკეტი კაკალივითაა, მარჯვეცაა და ცნობისმოყვარეც. ვცდილობთ მას არ ვაგრძნობინოთ, რომ ის მილიონ ადამიანში ერთს განეკუთვნება და ყველანაირ პირობებს ვუქმნით რომ მან ლაღი ბავშვობა გაატაროს. მას აქვს საოცარი ხასიათი, სწორედ მაშინ შეუძლია გაგაოცოს, როცა ამას მისგან სულაც არ ელი, ჩვენ იმასაც არ ველოდით რომ იგი 5 წლამდე მიაღრწევდა, არ ვიცოდით შეძლებდა თუარა ადამიანებთან ურთიერთობას და იყო დრო, როცა გვეგონა მას ვკარგავდით, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარად მიმდინარეობს, შესაბამისად ჩვენც მცდელობას არ მოვაკლებთ და იმედიანად გავცქერით მის მომავალს. ![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332215.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332231.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332242.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332250.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332263.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332274.jpg)
![მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი
რომელიც მხოლოდ 4-კილოგრამს იწონის image](/uploads/article_images/small/83101351332286.jpg)