პროზა "რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის რომანი სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა"-ლევან ნიკოლეიშვილი 2023, 14 ივნისი, 20:09
სამხედრო ექსერტს, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ დათო ტურაშვილის რომანი "ტიბეტი არ არის შორს", რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა, გაყიდვიდან უნდა ამოიღონ.ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:
"რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ დავით ტურაშვილის ცნობილი რომანი „ტიბეტი არ არის შორს“ 2021 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა. 2022 წლის 21 თებერვალს დაწყებული რუსეთ-უკარაინის ომიც არ აღმოჩნდა საკმარისი საბაბი იმისათვის რომ წიგნი ავტორსა და გამომცელობას გაყიდვიდან ამოეღო. ტურაშვილის რუსული წიგნი დღემდე წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში, “ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. შეგახსენებთ, დათო ტურაშვილის რომანი " ტიბეტი არ არის შორს“ პირველად 2001 წელს გამოიცა; წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და ტიბეტის შესახებ ავტორის რიგით მეორე ნაწარმოებია (სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“, 1998). წიგნი 18 მოკლე თავისგან შედგება და ავტორი იმ კინოექსპედიციაში გატარებული დღეების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რეჟისორ გიო მგელაძესთან, ოპერატორ გიორგი ბერიძესთან და სცენარისტ რეზო თაბუკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ავტორი თხრობას მოსკოვიდან იწყებს, სადაც ექსპედიციის მონაწილეები ჩინეთში გაფრენამდე გაჩერდნენ. ჩინეთის შემდეგ იყო კატმანდუ, იქიდან კი ტიბეტისაკენ აიღეს გეზი. სწორედ კატმანდუდან ჰიმალაისაკენ მიმავალ გზას მიუყვება მკითხველი ავტორთან ერთად და იგებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, როგორც თავად ავტორის ნანახს და აღწერილს, ისე ტიბეტის ხანგრძლივი ისტორიიდან.. პირველი გამოცემა ნათია აბრამიამ ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი–ლამასაც კი აჩუქა, როცა ქართველი ჟურნალისტი თენზინ–გიათსოს დარამსალას რეზიდენციაში ესტუმრა და ეს წიგნი ტიბეტელების სულიერ ლიდერს თვითონვე წაუკითხა. 63 2-ს მოსწონს
|