სხვა "მის თვალწინ მძევალი მოკლეს და იძულებული გახდა ემღერა"-როგორ გაიტაცეს დემის რუსოსი ტერორისტებმა 2023, 14 ივნისი, 11:31
1985 წლის 14 ივნისს ჩვენში და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერძენი მომღერალი დემის რუსოსი თავის საცოლესთან ერთად იმ თვითმფრინავში ისხდნენ, რომელიც ტერორისტებმა მგზავრებთან ერთად გაიტაცეს და მათთან ერთად სამი დღე გაატარა საშინელ გაურკვევლობაში. გამტაცებლებმა მშვენივრად იცოდნენ, ვინ იყო მათ ხელში და ამიტომ აიღეს ავტოგრაფები ვარსკვლავისგან და სთხოვეს ემღერა მათთვის. იგი უარს ვერ იტყოდა, რადგან მეორე დღესვე, 15 ივნისს პოპ -მომღერლის დაბადების დღეზე, ბოევიკებმა ერთ-ერთი მძევალი მის თვალწინ დახვრიტეს...
1985 წლის 14 ივნისს, 39-ე იუბილეს წინა დღეს, დემის რუსოსმა იყიდა ბილეთები ამერიკული ავიაკომპანიის Boeing 727-ზე, რომელიც დაფრინავდა კაირო-სან დიეგოს მიმართულებით შუალედური დაშვებით. მომღერალი ათენიდან რომში უნდა გაფრენილიყო. რუსოსს ახლდა ამერიკელი მოდელი პამელა სმიტი, რომელიც ყველა ამ საშინელი მოვლენის შემდეგ მისი მესამე (მაგრამ არა უკანასკნელი) ცოლი გახდება. ბორტზე 139 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფება. თვითმფრინავი ათენის აეროპორტიდან აფრინდა დილის 10:10 საათზე და თხუთმეტი წუთის შემდეგ ორმა მგზავრმა, რომლებიც საუბრობდნენ არაბულად და ჰქონდათ ლიბანის პასპორტები, ამოიღეს პისტოლეტები, ხელყუმბარები და შეიჭრნენ პილოტის კაბინაში. მაშინ მსოფლიოს აეროპორტებში ჩხრეკა ფორმალური იყო და მფრინავებიც იშვიათად იკეტებოდნენ შიგნიდამ. საჰაერო მეკობრეებმა გამოაცხადეს თვითმფრინავი გატაცებულად და პილოტებს უბრძანეს გაფრენილიყვნენ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. აქ უნდა გავაკეთოთ მცირე გადახვევა. 1970-იანი წლების შუა ხანებამდე ლიბანს ეძახდნენ "ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიას", ხოლო ბეირუთს "ახლო აღმოსავლეთის პარიზს". უმდიდრესი ქვეყანა განვითარებული საბანკო სექტორით, საერთაშორისო ვაჭრობითა და ტურისტული ინდუსტრიით. მაგრამ იყო ერთი ნაკლი: ლიბანელები, საერთო წარმოშობის ერი, დაყოფილი იყო რელიგიური კუთხით. ქრისტიანები, სუნიტები, შიიტები. რელიგიურ თემებს შორის მრავალწლიანმა დაძაბულობამ გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო 1975 წელს და ოფიციალურად დასრულდა 1990 წელს, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სტაბილური მშვიდობა და კეთილმეზობლობა. ლიბანის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე იყო შიიტური პარტია" ჰეზბოლა", რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ირანი. დღეს ეს სტრუქტურა აკონტროლებს ქვეყნის უმეტეს ნაწილს, მაგრამ 80-იანი წლების შუა პერიოდში ის მხოლოდ იკრებდა თავის ძალებს. 1982 წელს აშშ და საფრანგეთი ცდილობდნენ მოეწყოთ სამშვიდობო მისია ლიბანში სამოქალაქო ომის შესაჩერებლად. ჰეზბოლამ ეს მიიჩნია თავიანთ ქვეყანაში შეჭრად და დაიწყეს ტერაქტები ამერიკელებზე და მათ მოკავშირეებზე. ამერიკული თვითმფრინავის ხელში ჩაგდება, სადაც დემის რუსოსი იჯდა, ჰეზბოლას ბოევიკებმა განახორციელეს. მართალია, უნდა ითქვას, რომ თავად დაჯგუფებამ ეს ფაქტი დღემდე არ აღიარა. თვითმფრინავის მეთაური, რომელიც თავზე პისტოლეტი ჰქონდა მიდებული, იძულებული გახდა შეეცვალა მარშრუტი და დაეშვა ბეირუთის აეროპორტში. აქ კიდევ ბორტზე 11 ბოევიკი ავიდა. შტურმის შესაძლებლობა გამოირიცხა, რადგან აეროპორტი ჰეზბოლას და მათი მოკავშირეების გავლენის ზონაში იყო. ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკება დარჩა. ტერორისტებმა ისრაელის ციხეებში მყოფი 766 ლიბანელი შიიტის და ქუვეითის ციხეებში 14 შიიტის გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებმაც 1983 წელს ქუვეითში აშშ-ის საელჩო ააფეთქეს. მათი მოთხოვნის სერიოზულობის დასადასტურებლად, 1985 წლის 15 ივნისს, დემის რუსოსის დაბადების დღეს, ბოევიკებმა მოკლეს თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი - ამერიკელი ჯარისკაცი რობერტ სტეტჰემი(ქვემოთ ფოტოზე)და მისი ცხედარი ასაფრენ ბილიკზე გადააგდეს. მგზავრებთან ერთად, რომელთა შორის უმრავლესობას საძულველი ამერიკელები წარმოადგენდნენ, ტერორისტები გამომწვევად აიძულებდნენ თავზე ხელებშემოწყობილები საათობით მჯდარიყვნენ სავარძლებში. შეურაცხყოფდნენ და გარდაუვალი სიკვდილით იმუქრებიან, რადგან „თქვენი [ამერიკის] მთავრობა არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტერორისტებთანო“.მგზავრ სამხედრობს პერიოდულად სცემდნენ. საკვები მხოლოდ პური და წყალი იყო. დემის რუსოსმაც გამოცადა მძევლად ყოფნის ყველა საშინელებას, თუმცა თვითმფრინავში მხოლოდ ერთი დღე გაატარა. ვინაიდან გატაცებულ ლაინერზე 15 ბერძენი მგზავრი იმყოფებოდა, საბერძნეთის მთავრობა საიდუმლო არხებით დათანხმდა ათენში დაკავებული ჰეზბოლას წევრის გათავისუფლებას მისი მოქალაქეების სანაცვლოდ. იმავე დღეს, 15 ივნისს, დემის რუსოსი და მისი კომპანიონი თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს და ბეირუთში ბოევიკების ერთ-ერთ სახლში გადაიყვანეს. აქ მათ შეძლეს ნორმალურად ჭამა. მათ მცველებს შორის იყო დემისის ფანი, რომელმაც თავის კერპს დაბადების დღე მიულოცა და ავტოგრაფი აიღო . ასევე ტერორისტებმა სთხოვეს მომღერალს სიმღერების შესრულება. ზოგიერთი ბოევიკი სიმღერაში აყვა კიდეც. როგორც თავად დემისი მოგვიანებით იტყვის, ბინაში გატარებულ ტყვეობაში მათ „ადამიანურად“ ეპყრობოდნენ. 17 ივნისს, სამდღიანი ტყვეობის შემდეგ, დემის რუსოსი და მისი საცოლე საბოლოოდ გაათავისუფლეს. საბერძნეთის მთავრობის პირადი თვითმფრინავით ისინი მაშინვე ათენში გადაიყვანეს. ფოტოზე: დემის როუსოს ეგებებიან განთავისუფლების შემდეგ ისრაელმა და ქუვეითმა შეასრულეს ტერორისტების მოთხოვნები, ტერორიტებმა კი გაათავისუფლეს ყველა სხვა მძევალი, ბოლო 39 ამერიკელი 30 ივნისამდე ჰყავდათ ტყვეობაში (არა თვითმფრინავში, არამედ ბეირუთის სხვადასხვა რაიონში) 728 2-ს მოსწონს
|