x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები (ნაწილი 3)
image

10 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 13 ივნისს გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, სწორედ მის მიერ მოთხრობილი სახალისო კურიოზებით დავიწყებთ.





*** გიგა ლორთქიფანიძე:ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურანდას, დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. გურანდა გათხოვებიდან 7-8 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მშვენიერი გოგონაც გვაჩუქა. მაგრამ მის მშობიარობასთან დაკავშირებით ისეთი კურიოზის მოწმე გავხდი, რომ დღემდე მეცინება. ყველას კარგად მოეხსენება ჩვენი ოთარი რაოდენ ემოციური და ფეთქებადი ხასიათის კაცია. დადგა ნანატრი დღე და როგორც იქნა, გურანდას მუცელი ასტკივდა. გააქანეს, თურმე, საავადმყოფოში და დაასხა ოთარს ჭირის ოფლმა. ნერვიულობს, ღელავს, მხარდაჭერა სჭირდება და დამირეკა: გიგა, მიშველე, გურანდა წაიყვანესო. რა თქმა უნდა, წავედი. ვდგავართ მე და ოთარი სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ, ვცემთ ბოლთას, ვიყურებით საათზე, მაგრამ რად გინდა? ნანატრი ბავშვი არა და არ ჩნდება. უკვე ღამდება. ისევ გვესმის გურანდას ყვირილი. მე და ოთარი დაღლილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივსღა ვდგავართ. აცივდა კიდეც და გადავწყვიტეთ, მოსაცდელში დავმსხდარიყავით. ხუთი წუთის შესულებიც არ ვიყავით, რომ შემოვიდა ერთი ბიჭი, დაჯდა სკამზე და მშვიდი სახით იღიმება. სამიოდე წუთის შემდეგ, შემოდის მედდა. მე და ოთარს უკვე ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმის. მედდა ჩვენ თვალს გვარიდებს და იმ სამი წუთის წინ მოსულ ბიჭს ეუბნება: გილოცავთ, ბიჭი გყავთო! და უცებ იფეთქა ოთარმა: ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ? მე დილიდან რიგში ვარ, ჯერ მე მოვედიო!.. ქალი გაოგნდა, ოთარი კი განაგრძობს: დილის აქეთ აქ ვდგავარ, ჯერ ჩემი რიგია, ეს ჩემს შემდეგ არ მოვიდაო?! თან, მე მიყურებს, უნდა დავუდასტურო, რომ ის ბიჭი ურიგოდ წავიდა... ძალიან სასაცილო იყო. ამაოდ ვცდილობდი, დამეშოშმინებინა – ჩემს მეგობარს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელი გულით ბრაზობდა...









***გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა” რომელიც 5-სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ მე-3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“.

– არა, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: – მაშინ იცი რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“.




***ლერმონტოვის „დემონში“ არის ერთი სტროფი, რომელიც ყოველთვის იწვევდა ქართველების გაღიზიანებას.

„Бежали робкие грузини“ (გაიქცნენ მშიშარა ქართველები) წერს ლერმონტოვი. სტალინის პირად ბიბლიოთეკაში რა თქმა უნდა ლერმონტოვის „დემონიც“ ინახებოდა, მაგრამ სხვა წიგნებისგან განსხვავებით ამ სტროფს სტალინის ხელით ქვემოთ მიწერილი ჰქონდა: „Храбрые осталисъ“ (მამაცები კი დარჩნენ).





***კოტე მახარაძემ გაიხსენა, ერთხელ მოსკოვში როგორ მიუახლოვდა მას წარმოუდგენლად ლამაზი ქალი:

”ის მეუბნება:” თუ იცოდით ... ”- და თვალებში ცრემლები მოადგა....ვფიქრობ ახლა სიყვარულში გამომიტყდება, ბედნიერებისგან, დავდნები, გული წამივა.. მაგრამ ის აგრძელებს: „თქვენ რომ იცოდეთ, როგორ უყვარხართ ჩემს დედამთილს“.




***ერთ-ერთ საღამოზე რევაზ მიშველაძეს ვიღაც ქალბატონი გადაეკიდა: რამდენჯერ შეიძლება ქალს მამაკაცი შეუყვარდესო? მწერალი შეეცადა, სულელური კითხვისთვის გვერდი აევლო, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ქალმა საშველი აღარ მისცა - თხუთმეტჯერო, - უპასუხა. ამ დროს მის გვერდით მჯდომმა ოტია იოსელიანმა ასწია თავი და ღიმილით მიმართა ახირებული შეკითხვის ავტორს: - "მეთქვსმეტე ბოზობაა ქალბატონო!"




***ნუგზარ ფოფხაძის მოგონებიდან: „ზესტაფონში ვართ, „ვარინკობას” ატარებს საქართველოს ტელე-რადიოს ხალხური შემოქმედების რედაქცია, ანუ „ქართული ხმები”. ბატონი ირაკლი აბაშიძე და მისი „ბებერი მეზურნეები” ოჯახებიანად, რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან. ბოლოს სუფრაა.

წარმოიდგინეთ ატმოსფერო, ვინც კარგად მღერის, ყველა ამ სუფრასთან ხალისობს. არის სიცილი, ანეკდოტები, ერთმანეთის მოფერება. აკადემიკოს შოთა ძიძიგურის მეორე ნახევარი – მომხიბლავი და უთბილესი ქალბატონი რუსუდან ბოკერია თავს ევლება მეუღლეს და, როგორც წესი, მოფერებით მიმართავს არა სრული სახელით, არამედ შემოკლებულით: „შ“... „შ“... „შ“... ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ყველას ყურადღება მიიქცია და... უცებ, ბატონმა ირაკლი აბაშიძემ ძიძიგურს თანაგრძნობით უთხრა: შოთა, რა ბედნიერი ხარ, ყარამანი რომ არ გქვიაო“.



დღეს, 17 მაისს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა და მისით დავიწყებთ: ***მუხრანი არასდროს ყოფილა საბჭოთა პოეტი, ეს მის უმარავ ლექსში იგრძნობა, პირველი ფურორი 1964 წელს მოახდინა ლექსით გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას, რომელიც მეხივით გავარდა, რასაც პოეტის რეპრესია მოჰყვა. ...





დღეს რადგან ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა, მისით დავიწყებთ: ***ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო... მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგა...

1
2028
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2028
  
2023, 14 ივნისი, 0:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1