შოუბიზნესი 61 წლის მეგ რაიანი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში და გარჩევის თემა გახდა 2023, 12 ივნისი, 15:52 61 წლის ცნობილი მსახიობი მეგ რაიანი 6 თვის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. მსახიობმა ძველი მეგობრის მხარდაჭერა გადაწყვიტა და მაიკლ ფოქსის დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაესწრო. თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ საზოგადოებაში ბოლო გამოჩენის შემდეგ, ცნობილი სახე ძალიან შეიცვალა. წლების განმავლობაში, ოქროს გლობუსის ნომინანტის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
როდესაც მსახიობს ჰკითხეს, რას ფიქრობს პლასტიკური ქირურგიის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, მან თქვა: „მართალი გითხრათ, ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ“.
![]() ოჯახზე ფოკუსირებული რაიანი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. მან ბავშვი იშვილა და ორ შვილს მარტო ზრდის.
მსახიობი ყურადღებას არ აქცევს ხალხის კომენტარებს და არ აძლევს საშუალებას საზოგადოებრივ აზრს გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე.
531 1-ს მოსწონს
|