საქართველო
"წაღებული იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი… მიხვდით ვისი ბინა იყო?"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 12 ივნისი, 15:24
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროკურორობის დროინდელ ერთ ისტორიას იხსენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თემამ მოიტანა და მეც ვიტყვი. 2004 წელია, ახალი დანიშნული ვარ პროკურორად და თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა “გატყდა”. საქმე გაიხსნა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ ეგ არაა მთავარი – ოჯახის უფროსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩვენებაში ნუ დამაფიქსირებინებთ და ზეპირად გეტყვით რაც წაიღესო.
წაღებული კი იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება მაშინდელი ფასებით 20 000 დოლარიდან იწყებოდა. აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში. ვერ მიხვდებით.
იმას ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. სოციალური ქსელის მომხმარებლებს "დაზარალებულის" ვინაობის გამოსაცნობად დიდი დრო არ დასჭირვებიათ, ხოლო ერთ - ერთი ფეისბუქმეგობრის კომენტარს თავად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა.