x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტას ცეცხლი გაუჩნდა

image
წითელ ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროსთან, ტურისტებით სავსე იახტას ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება Al Arabiya.



გასართობ გემზე 29 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 ტურისტი იყო დიდი ბრიტანეთიდან. ბორტზე მყოფი ტურისტები და ეკიპაჟის წევრი გადაარჩინეს და ნაპირზე გამოიყვანეს, დაშავებულები არ დაფიქსირებულა. სულ მცირე სამი ბრიტანელი დაკარგულად ითვლება.




ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგვიპტის ხელისუფლებასთან კონტაქტის შესახებ განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ამ დროისთვის მომხდარის ირგვლივ ყველა გარემოება დგინდება.




1
432
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
432
  
2023, 14 ივნისი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1