საქართველო
"სასიკვდილოდ გაწირეს კაცი ამ ასაკში" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 12 ივნისი, 13:52

ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან დაკავშირებით "Post Factum"-ში გასულ ბექა ყორშიას სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სიუჟეტის ავტორს ჩანაფიქრს უწუნებს:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი რექტორი იყო ბატონი როინ მეტრეველი. მისი შექმნილია ერთადერთი კომპლექსური ისტორიოგრაფიული წიგნი დავით მეოთხე აღმაშენებელზე, აღარაფერს ვამბობ უნიკალური პირველი ქართული ენციკლოპედიის შექმნაზე რასაც ის ფაქტიურად ხელმძღვანელობდა. პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა დღევანდელი გადაცემა.
სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის. ღარიბაშვილის ნაძირლობაზე რაიმე ახალი დამამტკიცებელი ვერსიების შექმნა თან ამ ფორმით საჭირო არ იყო ამ პერსონაზე ლამის მთელი მსოფლიო ისედაც შეთანხმებულია."- წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ბექა ყორშიამ როინ მეტრეველს პრემიერის თანაშემწის სტატუსით დაურეკა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსობის მინიჭება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. 2013 წლიდან დღემდე ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი იყო.