x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე მასობრივი ხოცვა ჟლეტა გეი-კლუბში
image

2016 წლის 12 ივნისს ორლანდოში, შტატ ფლორიდაში, აშშ.მოხდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ავღანური წარმოშობის 29 წლის ომარ მათინმა ლგბტ ღამის კლუბ Pulse-ში ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემდეგ მძევლები აიყვანა. სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. პოლიციის ოპერაციის დროს მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“, თუმცა მიზეზი შესაძლოა სულ სხვა ყოფილიყო


სხვათა შორის 2017 წლის 1 ოქტომბერს, ლას-ვეგასში მომხდარ მასობრივ მკვლელობამდე ორლანდოს ტრაგედია ყველაზე მასიური იყო აშშ-ს ისტორიაში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

image



რა დაადგინა გამოძიებამ და რა იყო მიზეზი?



არსებობს სხვადასხვა მოსაზრება შესაძლო მიზეზების შესახებ, რამაც აიძულა მათინი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო . კლუბ Pulse-ის ვიზიტორების თქმით, 911 სერვისთან სატელეფონო საუბრისას მამაკაცმა განაცხადა, რომ ის "აკეთებს ამას იმიტომ, რომ მას სურს ამერიკამ შეწყვიტოს მისი ქვეყნის დაბომბვა" ომარმა 911-ზე დარეკვის დროს, მოითხოვა სირიისა და ერაყის დაბომბვის შეწყვეტა.


მათინის მამის თქმით, ომარის ქმედება გეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით აიხსნება, სადიკ მათინმა აღწერა შემთხვევა, როდესაც მისი ვაჟი გაბრაზდა, როდესაც დაინახა როგორ კოცნიდა ქუჩაში ორი მამაკაცი ერთმანეთს.


ანალიტიკოსები ასევე მათინის მოტივებს უკავშირებენ მისი ლატენტური ჰომოსექსუალობის შესაძლებლობას და ამ უკანასკნელთან ასოცირებულს ეგრეთ წოდებულ ინტერალურ ჰომოფობიას, ანუ ჰომოფობიას, რომელიც გამოწვეულია აშკარა თუ ფარული საკუთარი ჰომოსექსუალობით;

image

მართლაც კლუბ Pulse-ის რეგულარული ვიზიტორების თქმით, მამაკაცი არაერთხელ სტუმორბდა დაწესებულებას;


მედიაში გამოქვეყნდა ნაცნობებისა და მათინის ყოფილი მეუღლის ჩვენებები, სადაც ისინი მის ჰომოსექსუალურ გადახრებზე საუბრობენ, არსებობს მტკიცებულება, რომ ის იყენებდა მობილურ აპლიკაციებს გეებისთვის.

0
412
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0