x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 ტოპ იდეა, როგორ ჩავიცვათ 40 წლის შემდეგ, რომ შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი 40 წლის შემდეგ, რომ მეგობრებს მოსწონდეთ, ხოლო მამაკაცები თვალს აყოლებდნენ?

შენიშვნა: 40 წელი, პირობითად არის აღებული. არიან ქალბატონები, რომლებიც ამ ასაკში, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან და თქვენც თუ მათ კატეგორიას ეკუთვნით, მაშინ ეს რჩევები, თქვენთვის არ არის.


image


აქ 15 რჩევას გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ (და არა მარტო 40-ს გადაცილებულებს), რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ:


1. უკიდურესობაში ნუ ჩავარდებითimage


ეს ყველაზე მთავარი წესია, რომელსაც ყველაზე ხშირად არღვევენ ქალები – უკიდურესობაში ვარდებიან. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მოკლე ტოპს იცვამს, მიკი მაუსის გამოსახულებით, ხოლო სხვები – გრძელ ნაცრისფერ ქვედაბოლოებს. იცოდეთ ზომიერება: მოკლე, ბისერით გაწყობილი შორტები, ასაკს ვერ მოგაკლებთ, ხოლო მოხუცებულების ქვედაბოლო, ასაკს მოგიმატებთ. სწორი გადაწყვეტილება – ელეგანტურობაა, კლასიკური სტილი და დეკორის არანაირი ელემენტები.


2. ატარეთ კომფორტური სამოსიimage


ატარეთ ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ (ეს სპორტული ფორმა არ არის!). ტანსაცმელი არსად არ უნდა გიჭერდეთ და თქვენს მოძრაობას არ უნდა ზღუდავდეს. დაიმახსოვრეთ: სამოსი ფიგურაზე უნდა “იჯდეს".


3. ზუსტად განსაზღვრეთ, რა უნდა გამოაჩინოთ, და რა უნდა დამალოთimage


ნორმალურია, რომ თქვენი ფიგურა ისეთი მკვრივი არ არის, როგორც 20 წლის წინ. ამისი არც უნდა შეგეშინდეთ და ამის გამო, არც უნდა დაღონდეთ. უბრალოდ, ისწავლეთ თქვენი ღირსებების ხაზგასმა და ნაკლის დამალვა. თუ ფეხები გაქვთ ლამაზი, ჩაიცვით ქვედაბოლო მუხლამდე, ხოლო თუ დეკოლტე გაქვთ უნაკლო, ჩაიცვით ზედა, V-ს ფორმის ჭრილით.



4. ატარეთ პასტელის ტონებიimage


უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგოთ, თუ რომელი ფერები გიხდებათ. მაგ., ღია ცისფერი მომენტალურად გაგაახალგაზრდავებთ და მომხიბვლელს გაგხდით. ხოლო, ყვითელი სასტიკად გეკრძალებათ. თუ თქვენი ასაკი 40-დან ძალიან შორს არ წასულა, სტილისტების უმრავლესობის რჩევით, უპირატესობა უფრო ღია ფერებს: კრემისფერი, სპილოს ძვლის ფერი, კაკაოსფერი, თეთრი, ღია ნაცრისფერი მიანიჭეთ.


5. დაივიწყეთ უფორმო სამოსიimage


აქ ისევ სტილზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. დაივიწყეთ დიდი, უფორმო, პანჩოს ფორმის სამოსი და განიერი შარვლები. შეარჩიეთ ტანსაცმელი მხოლოდ თქვენი ზომის შესაბამისად – ტანზე კარგად მომდგარი, მაგრამ არა მოტკეცილი.


6. ფრთხილად აირჩიეთ პრინტიimage


არ იფიქროთ, რომ 40 წლის შემდეგ, ჭრელი პრინტების ტარება არ შეიძლება. თუმცა, პრინტის არჩევასაც აქვს თავისი წესები. ყურადღება ისეთ სამოსს მიაქციეთ, რომელზეც ფერები ნაკლებად მკვეთრია და არა "ყვირის". ფიგურები შეიძლება იყოს გეომეტრიული, აბსტრაქტული, მაგრამ არ უნდა იყოს ბავშვური – მასზე არ უნდა იყოს კნუტები, ტუჩები და ა. შ.


7. ფეხსაცმელი უნდა იყოს საშუალო სიმაღლის და მოხერხებულიimage


ნუ იფიქრებთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი თაროზე უნდა შემოდოთ და დროდადრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში, "გაასეირნოთ". ეს არასწორი მიდგომაა. ფეხსაცმელი მაღალი არ უნდა იყოს, მაგრამ არც ბოტასებით უნდა იაროთ. ყველაზე კარგი გამოსავალია, საშუალო სიმაღლის კლასიკური ფეხსაცმელი, ე. წ. “ნავია".


8. შეარჩიეთ საშუალო სიგრძის ქვედაბოლო და კაბაimage


იდეალური ზომა – მუხლის შუამდეა. ეს ქალურია და ლამაზი. მინი კაბა, მეტისმეტად ვულგარული იქნება, ხოლო გრძელი – არაპრაქტიკული.


9. პალტო უნდა იყოს თეძოზე მომდგარიimage


შეიძინეთ თეძოზე მომდგარი, ნაზი ფერის პალტო. დაივიწყეთ შავი და რუხი ფერები. პალტოს შეძენისას, იფიქრეთ თქვენს გარეგნობაზე და არა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაჭუჭყიანდება ის. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ორი ღია ფერის პალტო შეიძინოთ და გარეცხვის პრობლემაც მოგვარდება. ნათელი ფერის პალტო, განსაკუთრებულ იერს მიანიჭებს თქვენს გარეგნობას.


10. აქსესუარებიimage


თუ სამოსის შერჩევის დროს, კლასიკური სტილის დაცვა არის სავალდებულო, აქსესუარები შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით შეარჩიოთ. მაგრამ, კონტროლს ნუ დაკარგავთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ორიგინალობას შეგმატებთ ქუდი, გულსაბნევი, ან კაბის შესაფერისი მძივი.


11. ძვირფასეულობით ნუ "გაერთობით"image


კიდევ ერთი უკიდურესობა, რომელშიც 40-ს გადაცილებული ქალები ვარდებიან, ბევრი ძვირფასი სამკაულის ტარება არის, რითაც ისინი, საახალწლო ნაძვის ხეებს ემსგავსებიან. რა თქმა უნდა, ამ ასაკში, ქალს საკმარისი რაოდენობის ძვირფასი ნივთები აქვს, მაგრამ ყველას ერთად "ასხმა" საჭირო არ არის. ერთი ბეჭედი და ძეწკვი, სავსებით საკმარისი იქნება.


12. ატარეთ პატარა მოხდენილი ჩანთებიimage


წარსულს უნდა ჩაბარდეს ზურგჩანთები და ტომარას მაგვარი ჩანთები. ატარეთ პატარა, ან საშუალო ზომის ჩანთები – ისინი არასდროს გააფუჭებენ თქვენს ელეგანტურ გარეგნობას.


13. იყიდეთ მხოლოდ ხარისხიანი სამოსიimage


40 წლის ასაკის შემდეგ, ქალმა აღარ უნდა იყიდოს იაფფასიანი, დაბალი ხარისხის ნივთები, რომელიც ერთი გარეცხვის ან ერთი სეზონის შემდეგ დაკარგავს ფერს და ფორმას. ძვირფასი ჩანთა, კარგი პალტო, კლასიკური ფეხსაცმელი – შეარჩიეთ იდეალური ვარიანტი და დატკბით ცხოვრებით რამდენიმე წელი.


14. უბრალოება და ელეგანტურობაimage


დაივიწყეთ ექსპერიმენტები ახალგაზრდა გოგონების სამოსით. მარადიული კლასიკა, აი რა არის საჭირო, 40-ს გადაცილებული ლამაზი ქალბატონებისთვის. თეძოზე მომჯდარი შარვალი, კლასიკური პიჯაკი, კარგი ფეხსაცმელი – როგორც ამბობენ, უბრალოდ და გემოვნებით. ასეთი სამოსი მოდიდან არასოდეს გამოდის.


15. იყავით ყოველთვის მოწესრიგებულიimage


შეუხედავი ქალები არ არსებობენ. არიან მხოლოდ ისინი, ვინც არ უვლის საკუთარ კანს, თმას, ფრჩხილებს, ტანსაცმელს. ამ შემთხვევაში, დროის უკმარისობა, გამამართლებელი საბუთი არ არის. მხედველობაში მიიღეთ და დაიმახსოვრეთ: გიყვარდეთ საკუთარი თავი და ყველას ეყვარებით, თქვენს გარემოცვაში!


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 რამ, რასაც პირველი შეხვედრის დროს აქცევენ ყურადღებას

* კავკასიელი – ე. ი. ევროპელი. რატომ ეძახიან ინგლისურენოვან ქვეყნებში, თეთრკანიანებს "კავკასიელებს"?

* როგორ ვასწავლოთ პატარას უცხო ენა, მისი გონების გადატვირთვის გარეშე (კვირაში 2–3 გაკვეთილს აზრი არა აქვს და სახიფათოა)



1
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
121
  
2023, 14 ივნისი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1