x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაციც" მძულს და ვერავის ვერ ვიტან" - რამ აღაშფოთა მეგი გოცირიძე

image


ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით აღშფოთებული და უსუსურობის გრძნობით შეპყრობილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"ექვსი დაიწყო, თავზე დამათენდა ... ხან "მელაძის შაბათის", ხან "შაბათის ფორმულის", ხანაც მთავარზე ყურებით და იდაყვებს ვიჭამ სიბრაზისაგან, თან გაოგნებულიც ვარ ჯერ უკრაინის ტრაგედიებით და მისი გმირი ხალხით, მერე იმით, რაც ჩვენთან ხდება, როგორ ცეკვა-თამაშით გადავეცით ქვეყანა ღორებს, მერე ვგიჟდები მიშაზე რომ ვფიქრობ სად არის ამ დროს, როგორ არის და აქ კიდევ ვიღაც ლელოზე მიდის მსჯელობა და ვინ ვისთან დაწყვილდება იმაზე!!!


ნაციც მძულს, ქოციც, ლელოც და ვერავის ვერ ვიტან საკუთარი თავის ჩათვლით, ვინც ამ ისტორიულ მომენტში ცხოვრობს საქართველოში, ბორენკას ოცნებას კბილებს არ უმსხვრევს სათითაოდ, ქუჩაში არ აფრიალებს ამ გარეწრების სავარძლებს, სახლში გდია და სძინავს !!!"- ვკითხულობთ მეგი გოცირიძის ფეისბუქპოსტში.










0
136
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
136