x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უკრაინის კონტრშეტევა: რაზე საუბრობს ავსტრიელი ექსპერტი?

ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი ფიქრობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაწყებულია. მისი აზრით ამაზე ნათლად მიუთითებს ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა უკვე გაგზავნეს ტანკები და ჯავშანტექნიკა სამხრეთის მიმართულებით, ზაპოროჟიესთან, რასაც რუსებმა ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინელების ტექნიკა გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა ასევე დამაღმული მინდვრის სახითაც, რაც დაზვერვითი ხასიათის ოპერაციის (და არა კონტრშეტევის!) განმახორციელებელმა მხარემ სამწუხაროდ ვერ გადალახა.


თუმცა, როგორც ავსტრიელი სამხედრო სპეციალისტი განმარტავს, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. კონტრშეტევის განხორციელება ბევრად უფრო რთულია და ბევრად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე თავდაცვითი ომის წარმოება. მაგრამ უკრაინის არმია მალე მოახერხებს გადაჯგუფებას და უმნიშვნელო დანაკარგების კომპენსირებას. სიტუაციის სწორად შეფასების შემთხვევაში გამარჯვების დიდი შანსი მანამდეც კი არსებობს, სანამ ბრძოლაში დასავლური ავიაგამანადგურებლები ჩაერთვებიან, რომელთა უკრაინელი პილოტები დღეს გადიან ყოველმხრივ მომზადებას ნატოს სპეციალისტების დახმარებით. ახლა მთავარია, ”გამოირთოს” რუსული ვერტმფრენების გამანადგურებელი ცეცხლი, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამომავლო კონტრშეტევის წარმატებას.


უკრაინა სამხრეთში საბრძოლო მოქმედების საწყის ეტაპზევე აცხადებდა, რომ ეს იყო დაზვერვითი ხასიათის ოპერაცია. მართლაც, ვისაც სამხედრო საქმე შესწავლილი აქვს, ყველამ კარგად იცის, რომ კონტრშეტევის საწყისი ეტაპი ყოველთვის დაზვერვითი ხასიათისაა. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებელია, გაარკვიო, თუ რა სახის ტექნიკას დაგიპირისპირებს მოწინააღმდეგე კონტრშეტევის განხორციელებისას. ეს საწყის ეტაპზე ხდება, უშუალოდ პირველი შეტაკებისას. ამიტომ პირველი შეტაკება ყოველთვის რთულია.


ასეთ დროს კარგი იქნებოდა მულაჟის გამოყენება რეალური ტანკების ნაცვლად, როგორც ეს ამერიკელებმა “უდაბნოს ქარიშხლის” პერიოდში გააკეთეს. სამხედრო საქმით დაინტერესებულ ყველა პირს კარგად ახსოვს, რომ ჯორჯ ბუშ უფროსმა რეზინის ტანკები გამოიყენა ნამდვილი ტანკების ნაცვლად, რათა გაერკვია, თუ რას დაუპირისპირებდა სადამ ჰუსეინი ამერიკელების შეტევას. მაგრამ ამჟამად უკრაინელებმა მსგავს ხრიკს არ მიმართეს.



დღეს უკვე კარგად ვიცით, თუ რომელი ტექნიკით და ტაქტიკური სქემებით მოიგერიებენ რუსები უკრაინელთა კონტრშეტევას, ამიტომ ამჟამად უკრაინელები ამ ტექნიკის გაუვნებელყოფას შეეცდებიან. რუსები ვეღარ მოახერხებენ ვერც საომარი ტაქტიკის კარდინალურად შეცვლას და არც იმდენად მრავალფეროვანი და ეფექტური საბრძოლო საშუალებები აქვთ, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი ტექნიკა ჩართონ ბრძოლაში და უკრაინელებს თავგზა აუბნიონ. ნებისმიერი რუსული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანის და გაუვნებელყოფის მიზნით უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს მის საპირწონე ეფექტურ საშუალებას დასავლეთისგან.


საუბრები იმის თაობაზე, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, რუსული დეზინფორმაციაა, რასაც ზოგიერთი დასავლელი ექსპერტიც ასდევს. ჩემი ღრმა რწმენით სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ჯერ სიტუაცია საკმარისად მომზადებული არ არის. ამიტომ ჩემი თხოვნა პოლიტიკურ და სამხედრო მიმომხილველებთან ის იქნება, რომ არ ისაუბრონ კონტრშეტევაზე მანამ, სანამ ამას უკრაინული მხარე ოფიციალურად არ დაადასტურებს.


საბოლოო ჯამში რუსეთის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთმა შესაძლოა მოიგოს ცალკეული ტაქტიკური ბრძოლები და მოიპოვოს დროებითი ხასიათის უპირატესობები, მაგრამ ამ ომში ის დამარცხებისთვის განწირული სახელმწიფოა. ამას ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ.


ომი

1
1248
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1248
  
2023, 11 ივნისი, 2:17
აფეთქებული ლეოპარდების სურათები რო დადი რა მოხდება? ააა ეგ რუსული დეზინფორმაციაა. მოკლედ ლეოპარდების კოშკურებმა "ბაშნია" სიმაღლეზე ფრენაში რეკორდები დაამყარეს. არ უმართლებს გერმანულ ტანკებს რუსებთან ბრძოლაში. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად ჩაისვარა. დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგა. ინტერნეტი სავსეა სურათებით და ვიდეოებით. უკრაინა და დასავლეთი ამ ომს სამარცხვინოდ წააგებს. უკრაინამ თუ რამე ხელშესახები გამარჯვება არ დადო შეუწყდება დახმარება.
0 1 1