x
image
დავითი ჩუთლაშვილი
განახორციელებს თუ არა პუტინი უკრაინაზე ატომურ თავდასხმას?
ომი უკრაინაში რუსეთისთვის სულ უფრო მძიმდება. სხვადასხვა ანგარიშის თანახმად ომის ერთი დღე რუს ხალხს 227 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება, რასაც სანქციების შედეგად გამოწვეული ინფლაცია და ეკონომიკის რეგრესიც ემატება. ეს ყოველივე უაღრესად აზიანებს ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს და ეჭვქვეშ აყენებს მისი, როგორც შეუცვლელი ლიდერის და “ძლიერი მეფის” რბილად რომ ვთქვათ საეჭვო იმიჯს. ამიტომ ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ლაპარაკობს კუთხეში მიმწყვდეული და სასოწარკვეთილი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების საფრთხეზე. ჩანს, მათ აზრს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იზიარებს, რადგან მან ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება და წუხილი მსგავსი საფრთხის თაობაზე.


ომი


თუმცა, ამერიკელ სამხედრო ექსპერტ ბენ ჰოჯესს პუტინის და მისი პროპაგანდისტების მიერ წამოწყებული საუბრები ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესახებ წმინდა წყლის ბლეფად მიაჩნია. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ კრემლის ბოსი ბირთვულ ავანტიურაზე არ წავა:


“პუტინმა იცის, რომ სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც ბირთვული იარაღის ძალაზე უნდა ისაუბროს, რათა ჩვენზე ზეწოლა განახორციელოს, ” — თქვა ევროპაში ამერიკის ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა Newsweek-თან ინტერვიუში. “ეს მუქარა განაპირობებს ნარატივს, რომ ჩვენ [ბირთვულ] ესკალაციაზე წასვლა არ გვსურს. ამ დროს კი რუსები უკრაინელ ტყვეებს ასაჭურისებენ. სად გადის ჩვენი წითელი ხაზი?”



ომი


ჰოჯესის აზრით, ნატო და მისი მოკავშირეები არ უნდა შეუშინდნენ პუტინის გამუდმებულ პირდაპირ თუ ირიბ მუქარებს ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე და უნდა აკეთონ ის, რასაც ისინი გააკეთებდნენ იმ შემთხვევაში, პუტინს ბირთვული აღჭურვილობა რომ საერთოდ არ ჰქონოდა.


ამერიკელმა გენერალმა არაერთხელ გამოთქვა მოწოდება უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის გადაცემის თაობაზე, რაც ისევ და ისევ რუსეთის მიერ განხორციელებული ბირთვული შანტაჟის შედეგად ჭიანურდება. არადა, ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე ამერიკულ იარაღს ომის სწრაფად დასრულება მართლაც თავისუფლად შეეძლო უკრაინის სასარგებლოდ.


2
270
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
270
  
2023, 29 ივნისი, 12:05
ჰო კიდე ამერიკელები 20 წელი ოპიუმის წარმოებას ებრძოდნენ ავღანეთში მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს, თალიბების მოსვლის მოსვლის შემდეგ ავრანეთში ოპიომის წარმოება არის ნული. საინტერესოა ამაზე რას იტყვის პატივცემული გენერალი? https://www.bbc.com/russian/features-65824028 ბბსის ინფორმაციაა რუსული პროპაგანდა არ გეგონოთ.
2023, 29 ივნისი, 11:58
პატივცემულ გენერალს არ უნდა მოყვეს ავღანეთში მწყემსებთან ომი როგორ წააგეს.
0 1 2