საბუნებისმეტყველო ვამსხვრევთ მითს ქამელეონის ფერის შესახებ 2023, 12 ივნისი, 15:51 ფართოდ გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ თითქოს, ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლიან, მხოლოდ მითია და სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს, არამედ, იმის გამო, რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას. ანუ ქამელეონის შეფერილობა, მის ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული და თუ ისე მოხდა რომ ცხოველის ფერი, გარემოს ფონს ემთხვევა, — ეს მართლაც დამთხვევაა და მეტი არაფერი. აზრი იმის შესახებ, რომ ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის, ძვ. წ. აღრ. 240 წ. თავის შრომაში, ანტიგონემ დაწერა. ის ნაკლებად ცნობილი ბერძენი მწერალი იყო, ძირითადად მოკლე ისტორიებს და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არაერთხელ უარყვეს «გარემოს ფონის» თეორია, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ეს არის, ერთადერთი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობამ, ქამელეონის შესახებ «იცის». ფერის მართვის მექანიზმი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ქამელეონის ფერის ცვლილება, კანის წანაზარდოვან უჯრედებში, ფერის პიგმენტების გადაადგილებით ხდებოდა. მაგრამ, ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, პიგმენტური უჯრედების კანის ქვეშ, უჯრედების კიდევ ერთი ფენა აღმოაჩინეს, რომელიც ბადისებურად განლაგებულ, ნანო კრისტალებს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ქიმიური შენაერთების ზეგავლენით, ეს კრისტალები მართვადი ხდება. როდესაც კრისტალებს შორის მანძილი იცვლება, — იცვლება ქამელეონის შეფერილობაც: სპექტრის ლურჯი ფერიდან — მწვანემდე და შემდეგ — წითლამდე. ასე, რომ ცხოველის ფერის მიხედვით, მისი განწყობის ამოცნობა შეიძლება: დამორჩილება როდესაც ქამელეონს უნდა თანამოძმისათვის არააგრესიული განწყობილების ჩვენება — მაგ., წაგებული ბრძოლის შემდეგ, — ამ დროს, მუქი ფერის მელანინის პიგმენტები, კანის ზედა ფენებში ინაცვლებს. ქამელეონზე დაცემული სინათლის სხივი მთლიანად (ან თითქმის მთლიანად) შთაინთქმება და ქამელეონი მუქი ფერის ხდება. სიმშვიდექამელეონის ჩვეულებრივი ფერი მწვანე ან რუხია. მწვანე და ლურჯი ფერები მჭიდროდ დაპრესილი ნანო კრისტალებიდან აირეკლება, ხოლო წითელი და ყვითელი პირიქით, შთაინთქმება. აღგზნებაქამელეონის ღია ფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის აგრესიულად არის განწყობილი, ან რომ შეწყვილებისთვის არის მზად. როდესაც ცხოველი ამ მდგომარეობაშია, ნანო კრისტალები აქეთ-იქით იწევა და კანიდან წითელ, ყვითელი და ნარინჯისფერი სინათლის ტალღები აირეკლება. არხის სხვა სიახლეები:* როგორ შეიცვალა მზის სისტემა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და რა შუაშია პლანეტა ნიბირუ?* 5 რამ, რასაც პირველი შეხვედრის დროს აქცევენ ყურადღებას* 20 უდავო ჭეშმარიტება, პიროვნული განვითარებისთვის, რომელზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს68 2-ს მოსწონს
|