x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოფიცერი მომიახლოვდა და ქვედაბოლოს აწევა მთხოვა": როგორ ავლენდნენ გერმანელები საბჭოთა მზვერავებს

image


გერმანელები საბჭოთა დივერსანტების გამოსავლენად როგორც კლასიკურ ისე ძალიან ორიგინალურ მეთოდებს იყენებდნენ, რომელთა შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.





კლასიკური


image


ჯაშუშების ამოცნობა ქაღალდის სამაგრებით ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ გერმანელები უჟანგავი ფოლადის სამაგრებს იყენებდნენ, საბჭოთა მხარე კი - ჩვეულებრივს, შესაბამისად, თუ დოკუმენტზე ჟანგის ნაწილაკების კვალი იყო, გერმანელები ეჭვობდნენ რომ საქმე დივერსანტებთან ჰქონდათ.





ადგილობრივები და არაადგილობრივები


image


გოგონებს, როგორც წესი, რადიოოპერატორებად ამწესებდნენ, რომელთა ამოცანაც საჭირო ინფორმაციის ცენტრისთვის გადაცემა იყო, გერმანელები მათ გამოსავლენად საკმაოდ მარტივ მეთოდს იყენებდნენ, თუ ისინი რადიოოპერატორთა სიგნალის დადგენას ახერხებდნენ, სიგნალის ზონას მაშინვე წრეს არტყამდნენ, შემდეგ კი სავარაუდო რაიონიდან ყველა ეჭვმიტანილი გაყავდათ, ამ მომენტიდან საქმეში პოლიციაც ერთვებოდა, რომელიც როგორც წესი, ადგილობრივი იყო. შესაბამისად, თუ დაკავებულ ქალებს შორის ვინმე უცხოს პოულობდნენ, ის ავტომატურად ეჭვის ქვეშ დგებოდა, შემდეგ საქმეში უკვე გესტაპო და დაცვის სამსახურიც ერთვებოდა.





საცვლები


image


ჯაშუშების გამოვლენის კიდევ ერთი საკმაოდ ორიგინალური მეთოდი საცვლებს უკავშირდებოდა. პარტიზანებმა გესტაპოდან ერთ-ერთი დაკავებული რადიოოპერატორის გადარჩენა შეძლეს, რომელმაც გესტაპოს დაკითხვის ამ მეტად საინტერესო ფორმას ნათელი მოჰფინა: "გოგონებს ნაქსოვი ქარხნული თეთრეულით ამარაგებდნენ, მაშინ როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი საცვლები დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გოგონები როგორც წესი, ბამბის საცვლებს თავად იკერავდნენ ან ბაზარში ყიდულობდნენ. ნაქსოვი ნაწარმი (ტრიკოტაჟი) ბაზარზე არ იყო".

image


შესაბამისად, თუ დაკავებული გოგონა ეჭვებს აღძრავდა, დაკითხვისას მისთვის შეიძლებოდა საცვლების ჩვენებაც კი მოეთხოვათ, შემდგომში საბჭოთა ხელმძღვანელობამ თავისი არასწორი გათვლები გაითვალისწინა და საკუთარი ჯარისკაცების ეკიპირების საკითხსაც უფრო ხარისხობრივად მიუდგა. არავინ იცის რამდენად შეესაბამება ეს ისტორია სიმართლეს, რადგან ფაქტების ავთენტურობის გადამოწმება ვერ მოხერხდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ამბავი მორიგი ზღაპარი იყოს, თუმცა შესაძლოა გერმანელების მიერ საბჭოთა მზვერავების გამოვლენის ეს მეთოდი სრული სიმართლე ყოფილიყო.










0
1290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1290