x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი: "ყველაზე მაზალო ის იქნება, გურჯაანში შემოსულ ტრაილერებს ლიაკა ხოშტარია რომ დახვდეს თავისი მანქურთებით.."
image
"გურჯაანის ტელევიზიამ გადმოსცა, ჩალაუბნის ტეკს აქეთ ატმი კრეფა დავიწყეთ, მაგრამ მუშტარი ჯერ არ ჩანს და რა გვეშველება, არ ვიცითო... სეტყვას კი გადავურჩით, მაგრამ თუ რუსეთიდან ტრაილერები არ შემოვიდა, მაინც ვიზარალებთო... გინდა სეტყვა ყოფილა, გინდა - ურუსობა და უტრაილერობა, სუ ერთიაო.
გაიგონეთ? თუ რუსეთის ბაზარზე ჩვენი ატამი არ გავიდა, ჩალის ფასი იქნება, მაგას ისევ სეტყვა სჯობნისო!
ევროპა დუმს... ევროკავშირიდან გვეუბნებიან, სარკეში ჩაიხედეთო... აშშ-დან თითებს გვიქნევენ, თქვენთან დემოკრატია დაპატარავდა, ატმი კურკის ოდენაც აღარ არიო... ამ დროს ამოცანა გვეკითხება: რა ვქნათ, გურჯაანელებს რა ვუთხრათ, თუ რუსებს თქვენი ატმის წასაღებად შემოვუშვებთ, საქართველო გუბერნიად გადაიქცევა და ევროინტეგრაციას ავცდებითო? ან იქნებ ის მოვუჩმახოთ, რომ ატამს პუტინი იყიდის და უკრაინელებს დაუშენს?!
სხვათა შორის, რამდენიმე გლეხმა ისიც იკითხა, თუკი რუსული რუბლები გოგია ხოშტარიას ოჯახითვინ შეიძლება, იმავე რუბლებით ატმი ყიდვა რატომ არ შეიძლებაო? მით უმეტეს, როცა რუსები რუბლებს პირდაპირ არ იძლევიან, სადღაც ახურდავებენ და ჩვენამდე მხოლოდ ლარები მოდისო. შარშან ეგრე იყო, წელს რა იქნება, ჯერ არ ვიცითო.
ერთმა ჩაილაპარაკა, ხოშტარიებ რა ენაღვლებათ, მაგათ იგრე უგზავნიან რუბლებ, არც ისეტყვება, არც ქარი აფუჭებს, არც არაფერიო.
ჰო, კიდევ ისაო... ბანკებიდან ბლომად სესხები გვაქ აღებული, ამ წუთას ჩვენი ბედი ატმი რეალიზაციაზე ჰკიდიაო!
ისე, ყველაზე მაზალო ის იქნება, გურჯაანში შემოსულ ტრაილერებს ლიაკა ხოშტარია რომ დახვდეს თავისი მანქურთებით და კვერცხები დაუშინოს, თან უსტვინოს, თან იყვიროს: პუტინსა და ოკუპანტებს არ ვაჭამოთ ატამიო!" წერს გელა ზედელაშვილი
0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0