x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო:სომალიში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად 25 ბავშვი დაიღუპა
image
10-დან 15 წლამდე ბიჭებმა იპოვეს ნაღმტყორცნების ჭურვი და გადაწყვიტეს ეთამაშათ, რამაც ტრაგედია გამოიწვია. მედია ირწმუნება, რომ აფეთქების შედეგად 50-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.




პარასკევს, 9 ივნისს, ათობით ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა სამხრეთ სომალის ქალაქ კორიოლეის მახლობლად სათამაშო მოედანზე აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.




მედიის ბოლო ინფორმაციით, ქვედა შაბელის რაიონში ნაღმტყორცნების აფეთქების შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, ხოლო 53 დაშავდა. რაიონის კომისრის მოადგილემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი სომალელები თამაშობდნენ ნაღმტყორცნების ჭურვით, რომელიც საბოლოოდ აფეთქდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდეგ სომალიში უამრავი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა დარჩა.



”ჩვენ ვთხოვთ მთავრობას და დამხმარე სააგენტოებს, გაასუფთავონ ტერიტორია ნაღმებისა და ჭურვებისაგან.”- ამბობს კომისრის მოადგილე.




აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან სომალიში გრძელდება სამოქალაქო ომი, რომლისგანაც უკვე მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.ქვეყანაში ფედერალური სამთავრობო ძალები და აფრიკის კავშირის სამშვიდობოები ებრძვიან რამდენიმე ისლამისტურ დაჯგუფებას.




0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0