სხვა ავიაკატასტროფაში სასწაულად გადარჩენილები 2023, 10 ივნისი, 15:12 1990 წლის 10 ივნისს საჰაერო ხომალდს, BAC-111 -ს, რომელიც British Airways -ს მიეკუთნებოდა, 5273 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად წინა საჰაერო მინა გასძვრა და კაპიტანი ტიმ ლანკასტერი გარეთ გასტყორცნა, თუმცა კოლეგებმა მოასწრეს და მას ფეხებზე ჩაეჭიდნენ. იგი 21 წუთის განმავლობაში იყო ამ მდგომარეობაში, ანუ ამდენი დრო დასჭირდა მეორე პილოტს, რომ თვითმფრინავი დაესვა.მისი გადარჩენის შანსი ფაქტიურად არც არსებობდა, ბორტგამცილებელს ნაიჯელ ოდგენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ფეხს იყო ჩაჭიდებული, კოლეგები თითქმის დარწმუნებულები იყვნენ ხომალდის კაპიტანი გარდაცვლილი იყო, მათი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ გვამი მაინც არ დაეკარგათ. თუმცა სასწაულები ხდება ლანკასტერი გადარჩა..5 თვიანი მკურნალობის შემდეგ ლანკასტერი ისევ მიუჯდა შტურვალს. მოდით გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც სასწაულად გადაურჩნენ ავიაკატასტროფებს. 1)ივან ჩისოვი -1942 წელს მფრინავი გერმანულმა "მესერშმიტმა" ჩამოაგდო სადგურ "ვიაზმის" მახლობლად, ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან ჩისოვმა მოახერხა გამოძრომა, თუმცა როდესაც პარაშუტის გახსნის დრო დადგა მფრინავმა გონება დაკარგა.7000 მეტრის სიმაღლიდან იგი შურდულივით დაეშვა მიწაზე, ბედად ციცაბო უზარმაზარ ნამქერზე დაეცა და ამის შემდეგ ინერციით კიდევ რამდენიმე წუთი მიცურავდა თოვლზე.როდესაც ჩისოვი აღმოაჩინეს ცოცხალი იყო, თუმცა რამდენიმე სერიოზული ტრავმა ჰქონდა.მფრინავი საბოლოოდ გადარჩა. 2)ნიკოლას ალკმეიდი-ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა.1944 წლის 24 მარტს გერმანელების შეტევის შემდეგ მისი თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა, დაიწვა მისი პარაშუტიც.სასოწარკვთილმა ალკმეიდმა თვითმფრინავში ცოცხლად დაწვას ისევ მიწაზე სიკვდილი ამჯობინა და დაახლოებით 5 500 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. მფრინავი ჯერ ფიჭვის ხის ტოტებს დაეცა, შემდეგ კი თოვლში ჩავარდა.ყველაზე უცნაური ისაა, რომ მას არცერთი მოტეხილობა არ ჰქონდა.აღსანიშნავია, რომ გესტაპომ მალე აღმოაჩინა ჩამოვარდნილი მფრინავი, მაგრამ მომხდარი ფაქტით იმდენად გაოცებულები იყვნენ, რომ უმალ სერთიფიკატიც მისცეს, დამადასტურებელი მისი სასწაულებრივად გადარჩენისა. 3)ალან მაგი-ამერიკელი მფრინავის ბომბდამშენი B-17 გერმანელებმა ჩამოგდეს, საბოლოოდ იგი ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან გადმოხტა და სენტ-ნაზარინის რკინიგზის სადგურის შუშის სახურავზე დაეცა. 6000 მეტრიდან ჩამოვარდნილ მფრინავს სხეულზე 28 მოტეხილობა ჰქონდა, იგი დიდხანს მკურნალობდა და იცოცხლა დიდხანს.მაგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4)ჯულიანა კეპკე-1971 წლის 24 დეკემბერს ავიაკომპანია LANSA-ს თვითმფრინავს მეხი დაეცა.რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.თვითმფრინავი პერუს ჯუნგლებში ჩავარდა.92 მგზავრიდან მხოლოდ ჯულიანა გადარჩა.იგი 9 დღის შემდეგ იპოვეს ტყის მჭრელებმა.მთელი ამ ხნის განმავლობაში 17 წლის გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით, დროდადრო გონების დაკარგვით დაჟინებით მიილტვოდა ჯუნგლებში ადამიანების მოსაძებნად. მოგვიანებით იტალიაში ჯულიანას ისტორიის მოტივზე გადაიღეს ფილმი "სასწაულები მაინც ხდება". 5)ლარისა სავიცკაია-1981 წლის 24 აგვისტოს ლარისა სავიცკაია მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, რეისით 811 -ან 24-ით.აფრენიდან 21 წუთში, 5200 მეტრის სიმაღლეზე ან- 24 სამხედრო ბომბდამშენს ტუ-16-ს შეასკდა. მიზეზი სამხედრო და სამოქალაქო დისპეტჩერების შეუთანხმლებლობა გახდა. ფუზელაჟის ერთი მონაკვეთი არყის ხეებზე დაეცა, რამაც შეამსუბუქა დარტყმის ძალა, სწორედ ამ ნაწილში იმყოფებოდა ლარისა.მან გონება დაკარგა, როცა ცნობიერება დაუბრუნდა აღმოაჩინა დაღუპულთა გვამები და მათ შორის თავის მეუღლისაც. მაშველებმა იგი მხოლოდ მესამე აღმოაჩინეს, მაშველების მოსვლამდე ლარისა თვითმფრინავის სავარძლებს წვამდა და იმით თბებოდა, ხოლო კოღოებისგან თავდასაცავად ცელოფანს იფარებდა. ლარისას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და თითქმის ყველა კბილი დაკარგა. 6)ვესნა ვულოვიჩი-1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა.22 წლის ვესნა სტიუარდესად მუშაობდა, იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა შეეცვალა სხვა ბორტგამცილებელი, რომელსაც აგრეთვე ვესნა ერქვა.კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ იპოვა, კატასტროფის შემდეგ იგი 27 დღე კომაში იყო, ამის შემდეგ კიდევ 16 თვე იწვა ჰოსპიტალში, შემდეგ იგი ისევ დარჩა ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე არა ცაში. მას დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი..1985 წელს იგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, საპატიო ტიტული პოლ მაკარტნიმ გადასცა. 7)შეინა რიჩარდსონი-უნიკალურია ამ ამერიკელი გოგონას ამბავი, 2005 წელს 21 წლის გოგონამ შეასრულა თავის პირველი გადმოხტომა პარაშუტით, თუმცა ძლიერ შტოპორში მოჰყვა, მიხვდა, რა რომ დაუსრულებლად ბრზიალებდა და შტოპორიდან ვეღარ გამოვიდოდა, გადაჭრა პარაშუტის თასმები და სათადარიგო პარაშუტი გახსნა, თუმცა სათადარიგო პარაშუტი არ გაიხსნა.80 კმ სიჩქარით შეინა მოასფალტებულ ავტოპარკში თავით დაეხეთქა.გოგონა უამრავი მოტეხილობით და ჩამტვრეული კბილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.(ვარდნის სიჩქარე უდრიდა 5 სართულიან სახლიდან თავით გადმოხტომას) შეინა გადარჩა და მეტიც ერთი წლის შემდეგ იმშობიარა კიდეც. 8)ნელი მურინო და მისი ერთი წლის შვილი-2015 წლის 20 ივნისს ორმოტროიანი Cessna აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაქრა, იგი კოლუმბიის ჯუნგლებში ჩამოვარდა. მაშველებმა პილოტის გვამს კაბინაში მიაგნეს, თუმცა დედა-შვილის კვალი არ ჩანდა. 5 დღის შემდეგ დედა-შვილი ჩოკოს პროვინციაში იპოვეს.ახალგაზრდა 18 წლის დედას მრავლობითი დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნებოდა, თუმცა 1 წლის ვაჟი სრულიად უვნებლად გამოიყურებოდა.საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ დედას სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრებოდა. კოლუმბიაში მომხდარ ფაქტს ნამდვილი სასწაული უწოდეს. ასევე დაგაინტერესებთ3 ივნისს ავიაციის ისტორიაში ერთბაშად 4 მსხვილი ავიაკატასტროფა მოხდა, 1962 წელს პარიზში ჩამოვარდა Boeing 707, რომელსაც შეეწირა 132 მგზავრი და იმ დროისთვის იყო მსოფლიოში რეაქტიული თვითფრინავის ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა, სადაც დაიღუპა 100 კაცზე მეტი, მეორე კატასტროფა, 1963 წელს მოხდა, Douglas DC-7 წყნარ ოკენეში ჩავარდა, დაიღუპა 101 ...50 წლის წინ, 1973 წლის 18 მაისს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტერაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. აეროფლოტის თვითმფრინავი Tu-104A ახორციელებდა შიდა რეისს SU-109 მარშრუტზე მოსკოვი - ჩელიაბინსკი - ნოვოსიბირსკი - ირკუტსკი - ჩიტა.როგორც... 1)შემთხვევით გამვლელი ქალბატონი გაოგნებულია ყოველწლიური გეი აღლუმის შემხედვარე, სიდნეი 1994 წელი. 2)ის 11 წლის იყო, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, 36 წლის, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, 74 წლის, როდესაც გამოვიდა ვარსკვლავური ომები და 116 წლის, როდესაც დაიწყო Covid-პანდემია.იაპონელი კანე ტენაკა 2022 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა ... სიყმაწვილე და ახალგაზრდობა გიჟური ქცევების, ბუნტის და შეცდომების პერიოდია. მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ტაიგის გამოცდილი მაცხოვრებლების თქმით, მაქსიმალური პერიოდი, რომელიც მოუმზადებელ ადამიანს შეუძლია ტაიგაში გაატაროს, ორი კვირაა. მაგრამ ეს არ ყოფილა მაქსიმალური ზღვარი, რომელიც 1... 200 2-ს მოსწონს
|