სხვა 10 დაუჯერებელი ფაქტი ისტორიიდან, რომელიც ალბათ არ გეცოდინება 2023, 9 ივნისი, 20:49 არამხოლოდ ჩვენი აწმყო, არამედ ჩვენი წარსული და ჩვენი ისტორიაც სავსეა ისეთი ფაქტებით, რომელთა დაჯერება ნამდვილად გაგიჭირდებათ. ქვემოთ სწორედ 10 ასეთ ფაქტს წარმოგიდგენთ:
1. თავდაპირველად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მამაკაცები იცვამდნენ, რათა იმაზე უფრო მაღლები გამოჩენილიყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. მე-17 საუკუნეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ქალებმაც დაიწყეს, რათა მამაკაცური შესახედაობა ჰქონოდათ. ეს კი იმით დასრულდა, რომ დღეს მამაკაცები აღარ იცვამენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რათა ქალებივით არ გამოიყურებოდნენ. 2. მეკობრეები ცალ თვალს ტყავის სპეციალური ჩამოსაფარებლით იმ მიზნით იფარავდნენ, რომ ღამეში უკეთესი მხედველობა ჰქონოდათ. 3. 1939 წლის 14 მაისს ხუთი წლის და შვიდი თვის ლინა მედინამ თავისი პირველი ბავშვი გააჩინა. ის დღემდე ყველაზე ახალგაზრდა დედად არის მიჩნეული. როცა მშობლებმა ლინა საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ გოგონას სიმსივნე სჭირდა. ახლად დაბადებული ჩვილის მამის ვინაობა ლინას მშობლებმა ვერ გაარკვიეს. 4. 1663-1673 წლებში საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ კანადაში 800 ქალი გაგზავნა, რათა ახალი სამყაროს ფრანგულ კოლონიაში, რომელიც ძირითადად მამაკაცებით გახლდათ დაკომპლექტებული, გენდერული ბალანსი შეეცვალა. შედეგად მომდევნო 10 წელიწადში კოლონიის მოსახლეობა გაორმაგდა. დღეს კანადის ფრანგულენოვანი მოსახლეობის 2/3 სწორედ ამ ქალების შთამომავალია. 5. იმისათვის, რათა საკუთარი მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიისგან დაეცვა, რაგუზას (დღევანდელი ხორვატია) რესპუბლიკის მთავრობა ქვეყანაში შესულ ყველა მოგზაურს და ვაჭარს აიძულებდა, 40 დღე სპეციალურ ლაზარეთში გაეტარებინა, რათა ხელისუფლება დარწმუნებულიყო, რომ სტუმარს არაფერი არ სჭირდა. ამ 40 დღეს ლათინურად “კვარანტას” უწოდებდნენ, საიდანაც სიტყვა “კარანტინი” მომდინარეობს. 6. 1719 წელს საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც პატიმარს, რომელიც სექსმუშაკს ცოლად მოიყვანდა, ათავისუფლებდნენ და ამერიკულ ლუიზიანაში გზავნიდნენ. მსგავსი ძალისხმევით საფრანგეთის მეფის ხელისუფლება კოლონიის გაძლიერებას და მისი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას ცდილობდა. 7. ფინანსური თვალსაზრისით გერმანიისთვის პირველი მსოფლიო ომი 2010 წელს დასრულდა, როცა გადახდილ იქნა ვერსალის ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ბოლო რეპარაცია. ამ ფაქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საფიქრალია, რომ რუსეთისთვის უკრაინის ომი 23-ე საუკუნეში დასრულდება. 8. 1881 წელს ამერიკამ ერთმანეთის მიყოლებით 3 პრეზიდენტი გამოიცვალა: რუტერფორდ ჰეიესი, ჯეიმს გარფილდი და ჩესტერ ართური. 9. მე-20 საუკუნის დასაწყისში სახის მოსავლელ კრემებს რადიუმისგან ამზადებდნენ. 10. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 539 წელს სპარსეთის მეფე კიროს დიდმა მსოფლიოში პირველი ადამიანის უფლებათა აქტი გამოსცა. მან ყველა მონა გაათავისუფლა და ქვეშევრდომებს ნება დართო, ის ეკეთებინათ, რასაც თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ. 293 შეფასება არ არის
|