კომუნიკაციები ვინ გამოიგონა პირველი მობილური ტელეფონი? 2023, 9 ივნისი, 17:40 ითვლება, რომ პირველი მობილური ტელეფონი მარტინ კუპერმა შექმნა 1970-იან წლებში, თუმცა ამასთან დაკავშირებით სულ სხვა აზრი აქვთ საბჭოთა ისტორიის მკვლევარებს, მათი მტკიცებით 50-იანი წლების დასაწყისში, იგი დააპროექტა საბჭოთა ინჟინერმა ლეონიდ კუპრიანოვიჩმა. მოსკოვის ნ.ე.ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კუპრიანოვიჩმა დაიწყო მუშაობა საიდუმლო დაწესებულებაში, რომელსაც, როგორც ბევრ მსგავს პროექტს იმ დროს, ერქვა კოდური სახელწოდება "საფოსტო ყუთი". რა თქმა უნდა, კატეგორიულად აკრძალული იყო ამ "საფოსტო ყუთში" განხორციელებულ საქმიანობაზე საუბარი, ამიტომ გაურკვეველია, კუპრიანოვიჩი თავისი გამოგონებას სამუშაოზე ასრულებდა თუ თავისუფალ დროს. ალბათ, უფრო, თავისუფალ დროს, რადგან მის გამოგონებაზე წერდნენ ჟურნალ- გაზეთები.. თუმცა, დიდხანს არა. უკვე 1960-იან წლებში პუბლიკაციები მის გამოგონებაზე უეცრად შეწყდა. ინჟინერი გაოგნებული იყო იმით, რომ მისი პროექტი სწრაფად განხორციელდა(თუ გავითვალისწინებთ საშინელ საბჭოთა ბიუროკრატიას) და 1957 წელს, მსოფლიოს პირველი მობილური ტელეფონი LK-1 მოევლინა- სამკილოგრამიანი მოწყობილობა, რომლის რადიუსი 20-30 კმ იყო . სხვათა შორის მარტინ კუპერის ტელეფონი, რომელიც შეიქმნა 20 წლის შემდეგ, კუპრიანოვის აპარატზე მსუბუქი არ იყო და მიღების რადიუსიც სულ რამდენიმე კილომეტრი ჰქონდა. კუპრიანოვიჩის რადიოფონს ღილაკები არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა დისკი, ტუმბლერი და ცალკე უერთდებოდა ყურმილი, რაც იმ დროისთვის ლოგიკური იყო. საბჭოთა ინჟინრის აპარატისთვის კავშირგაბმულობის ოპერატორი არ იყო საჭირო - მისგან შესაძლებელი იყო ქალაქის ყველა ნომერზე დარეკვა და შემომავალი ზარების მიღება როგორც ტაქსოფონიდან, ასევე ქალაქის ტელეფონიდან. ინჟინრის ტელეფონი დროთა განმავლობაში უფრო პატარა და მსუბუქი გახდა და უკვე 1960-იანი წლების დასაწყისში LK-3 პარამეტრებში დაემსგავსა თანამედროვე მობილურ ტელეფონს. ტელეფონის დენის წყარო იყო ნიკელ-კადმიუმის აკუმულიატორი და მუშაობდა ნახევარგამტარებზე. 1960 წელს ლეონიდ კუპრიანოვიჩმა აჩვენა თავისი გამოგონება ВДНХ-ში, (სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა) მაგრამ ის იგნორირებული იყო. და სწორედ ამ გამოფენის შემდეგ გაქრა გაზეთებიდან სტატიები ინჟინრის რადიოტელეფონის შესახებ პუბლიკაციების შეწყვეტის შემდეგ კუპრიანოვიჩი უეცრად "ვოლგით" გამოჩნდა.არის ვარაუდები, რომ იყო ზემოდან მოთხოვნა შეჩერებულიყო მის გამოგონებაზე მუშაობა, ზუსტად რა იყო მიზეზი უცნობია, შესაძლოა ქვეყნის ხელმძღვანელობას სულ არ მოსწონდა ისეთი აპარატის დანერგვა, რომელსაც არ სჭირდებოდა კავშირგაბმულობის ოპერატორი, რადგან გაართულდებოდა მოქალაქეების კონტროლი და რასაც შეიძლება გამოეწვია ნაციონალური მნიშვნელობის საიდუმლოების გამჟღავნება. მაგრამ კუპრიანოვი სინამდვილეში მომავალი ტექნოლოგიის პიონერი იყო! მან შეძლო მომავალში თანამედროვე ადამიანების დანახვა, რომლებსაც მობილური ტელეფონების გარეშე არ შეუძლიათ. 267 2-ს მოსწონს
|