კომუნიკაციები არა ეროტიკა,არა სექსი - Facebook-მა პოსტებზე შეზღუდვები დააწესა 2018, 10 დეკემბერი, 17:06
ამიერიდან Facebook-ზე აკრძალულია გამოაქვეყნოთ ვიდეო სექსუალური ცეკვით, შიშველი ადამიანების ფოტო და პოსტები გარყვნილი ქვეტექსტებით.
"ფეისბუქმა" დააწესა ზნეობრივი ნორმები თავისი მომხმარებელებისათვის. აქამდე აკრძალული იყო პორნოგრაფიული ხასიათის მასალის გამოქვეყნება, ახლა უკვე აიკრძალა ვიდეორგოლები სტრიპტიზით და ეროტიკული ცეკვებით, გახდილი ადამიანების ფოტოები და ერთი შეხედვით, უწყინარი სექსუალური ხასიათის ქვეტექსტით მიმანიშნებელი გზავნილები. მაგალითად ასეთიც კი: "მინდა გავერთო ამ საღამოს", სექსუალურ- პროვოკაციული სლენგი, სექსუალური როლების ხსენება თუ ფეტიშ-სცენარები. "ფეისბუქის" ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ამ გზით ცდილობს აამაღლოს მომხმარებელთა მორალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამახვილდეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ექსპლოატაცია. 144 7-ს მოსწონს
|