კომუნიკაციები ჩინელი ვიდეობლოგერი, რომელიც სკოლოპენდრებს და ხვლიკებს პირდაპირ ეთერში ჭამდა,პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა 2019, 25 ივლისი, 14:42
ჩინელი ვიდეობლოგერი სანი პირდაპირ ეთერში, ვიდეოტრანსლაციის დროს გარდაიცვალა.
35 წლის ვიდეობლოგერმა იმით გაითქვა სახელი, რომ პირდაპირ ეთერში ჩინურ სტრიმინგპლატფორმა DouYu-ზე ჭამდა ათასგვარ ჭიაყელებს, სკოლოპენდრებს, ხვლიკებს და ზედ აყოლებდა ძმარს, ლუდს და ბაიცზიუს, ტრადიციულ ჩინურ მაგარ სასმელს.სწორედ ამის წყალობით შეაგროვა მან 15 000 კაციანი აუდიტორია. როგორც ირკვევა, პოლიცია როდესაც Sun-ის სახლში შევიდა, იგი უგრძნობლად ეგდო იატაკზე, იქვე კომპიუტერის მაგიდაზე და ახლომახლო ელაგა მისი შოუს "ატრიბუტები", მონიტორი ჩართული იყო, რა დროსაც ტრანსლაცია Live-რეჟიმში მიდიოდა. ჩინეთში პირდაპირი ეთერის ვიდეოპლატფორმა ძალზე პოპულარულია, 2018 წლის მონაცემებით მას 425 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ის ძალზე პოპულარულია და ბევრმა მოახერხა ინ-ლაინ ვარსკვლავობა და მილიონერიც კი გახდა, საკუთარი სიმღერებით, ცეკვებით თუ სხვა რამით. მიუხედავად ამისა, ბევრი რისკავს საკუთარი სიცოცხლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ნახვები აკრიფონ და თანხა გამოიმუშავონ. მაგალითად, 2017 წელს 26 წლის გოგონა ვიდეობლოგერი იუნინი ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა, რომელსაც ქალაქ ჩანშაში ჰუანიუანის სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენზე იღებდა. ჩინეთის ხელისუფლებამ 73-მდე არალეგალური ონ-ლაინ ტრანსლაცია დახურა, 1879 ვიდეოფირი აკრძალა, რომლებიც სერიოზულად არღვევდნენ კანონებს. მაგალითად, გოგონა, რომელიც სიმწრით ცდილობს რვაფეხა მოიშოროს სახიდან, ის კი კბენს. 766 6-ს მოსწონს
|