ტექნიკური რუსეთის სოციალური ქსელები" აფეთქდა" ასტეროიდზე საუბრით, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დედამიწისთვის 2023, 9 ივნისი, 12:52 რუსულ სოციალურ ქსელებში ივნისის შუა რიცხვებიდან ასტეროიდზე ინტენსიურად საუბრობენ, რომელიც დედამიწისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს: "ასტეროიდი ჩვენს პლანეტაზე 12-ში მოფრინდება გავრცელებული ინფორმაციით, ასტეროიდი (488453) 1994 XD მიეკუთვნება პოტენციურად საშიში ასტეროიდების კატეგორიას. ასტეროიდის დიამეტრი 370-830 მეტრს შეადგენს. დედამიწასთან პოტენციურმა შეჯახებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენს პლანეტას. ასტეროიდი დედამიწიდან 3, 1 მილიონი კილომეტრის მანძილზეა ამჟამად, რაც რვაჯერ აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს. ასტეროიდი (488453) 1994 XD აღმოჩენა მოხდა 1994 წლის 1 დეკემბერს. ის მზის გარშემო ბრუნვის სრულ წრეს გადის 1313 დღეში. გათვლებით, ასტეროიდი დედამიწას რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდება 12 ივნისს თბილისის დროით 03:53 საათზე. ის 21 კმ/წმ სიჩქარით იმოძრავებს. შემდეგი მოახლოება მოსალოდნელია 2041 წლის 13 ივნისს. თუმცა, მეცნიერებმა უკვე გამოთვალეს მისი ორბიტა და დაასკვნეს, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი პლანეტისთვის. მაშინ რა იწვევს ასეთ პანიკას რუსეთის მოქალაქეებში? ან იქნებ პანიკის ტესვა მიზანმიმართულად ხდება? ხშირად ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ იმ მ იზნით, რომ მან გადაფაროს უფრო მნიშვნელოვანი ნეგატიური პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ქვეყანაში ხდება, ამნას სამეცნიერო ენაზე პროექცია ჰქვია, როცა საზოგადოების ყურადღება უნდა მოდუნდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენის მიმართ. ამ მოდუნებას კი სჭირდება რაღაც უფრო ძლიერი ემოციების გამომწვევი ინფორმაციით ცანაცვლება. 246 2-ს მოსწონს
|