x
image
თუთიკო ბერძენა
დროში მოგზაურობის მანქანის დღემდე არსებული ყველაზე რეალური მოდელი
image

მეცნიერება დიდი ხანია ცდილობს შექმნას დროის მანქანა, რომელიც სინათლის სხივის სიჩქარეს გადაუსწრებს. გახსოვთ, ალბათ, ბერნში, ტრამვაიში მჯდომ ალბერტ აინშტაინს როგორ მოუვიდა თავში ფარდობითობის თეორი - როგორც კი საათს გახედა, უცებ მიხვდა, რომ თუ ტრამვაი აჩქარდებოდა სინათლის სიჩქარის ტოლ სიჩქარემდე, დრო მისთვის გაჩერდებოდა. მაგრამ ახლა არა აინშტაინის ამ აღმოჩენაზე, არამედ უშუალოდ დროის მანქანაზე გვსურს გიამბოთ.

დროის მანქანის შექმნაზე არაერთი მეცნიერი იჭყლეტდა ტვინს. ერთ-ერთი მათგანი იყო რუსი მეცნიერი კოზირევი, რომელმაც ტიბეტში არსებული პირამიდების სპირალის შესაბამისად შექმნა მოწყობილობა, რომელიც კოზირევის სარკეების სახელით არის ცნობილი.


კოზირევის სარკეები არის ერთგვარი დროის მანქანა, რომლითაც წარსულსა და მომავალში შეიძლება აღმოჩნდე. ეფექტები, რომლებიც სარკეების დახმარებით სივრცის ეკრანიზებისას მიიღება, დოში გადაადგილების შესაძლებლობებს ქმნის.


კოზირევის სარკეების სახელწოდება პირობითია, რადგან ეს არის ალუმინის კონსტრუქცია, სპირალისებური ფორმის, რომელთაც შეულიათ ასარკონ ფიზიკური დრო და მოახდინონ რამდენიმე სახის გამოსხივების ფოკუსირება ლინზისებურად. გამოსხივების წყაროები შეიძლება ბიოლოგიური ობიექტებიც იყონ. ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ჩატარდა გასული საუკუნის 90-იან წლებში

image



სარკისმაგვარი ფირფიტა მოხრილია ერთნახევარჯერ საათის ისრის მიმართულებით, შიგნით დგას სავარძელი მოხალისეებისთვის და სპეციალური აპარატურა. თავზე ქვაბისმაგვარ შლემს იხურავს მოხალისე გადამცემებით. შედეგები არც ისე გასაგებია. ადამიანები ანომალურ შეგრძნებებს განიცდიან - სხეულიდან გამოსვლას, ტელეკინეზს, ტელეპატიას, აზრების გადაცემას დისტანციაზე.






კოზირევის სარკეების ექსპერიმენების მიზანი იყო ადამიანის ტრენირება ნათელმხილველობაზე. კოზირევის მტკიცებით, სარკეების შიგნით დრო იცვლიდა სიმკვრივეს, რამაც განაპირობა აღქმის ზემგზნობელობა. ექსპერიმენტის მონაწილეები ხედავდნენ ისტორიულ ფაქტებს უცნობი და ნაცნობი პერსონაჟებით, როგორც დიდ კინოეკრანზე.



image


როგორც ხდება ეს, მექანიზმი დღემდე გაურკვეველია. ცდები შწყვიტეს, რადგან საფრთხე შეექმნა მის გაგრძლებას.

ტიბეტში არსებობს პირამიდები, რომელიც ეგვიპტურზე და მექსიკურზე დიდია და რამდენიმე სპირალური ქვებითაა ნაშნები, რომელთაც ასევე სარკეებს უწოდებენ. ისინი კოზირევის სარკეებს გვანან. კოზირევი ამტკიცებდა, რომ დრო ეს არის ენერგია, რომელსაც კონცენტრირების, შკუმშვის და გაფართოების უნარი აქვს. მის ექსპერიმენტებში დროის შეკუმშვის ფენომენი გამოიკვეთა.

ქვის სარკეები ტიბეტში ასევე კუმშავენ დროს, რადგან ცნობილია, რომ 4 ალპინისტი, რომელიც ამ სპირალში მოხვდა 1 წელიწადში დაბერდა და გარდაიცვალა. შსაძლოა ლამები ამ მიზეზის გამო კრძალავენ ამ სპირალებში შესვლას და ველი, რომელიც ქვის სარკის წინ მდებარეობს სიკვდილის ველად არის წოდებული.

დრო ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ცნებაა ფილოსოფისა და ფიზიკაში. კოზირევის ექსპერიმენტების შესწავლა და ბოლომდე მიყვანა მეცნიერებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით.

ხატოვნად რომ ვთქვათ, მალე დადგება დრო, როცა დრო აღარ იარსებებს, მაგრამ მანამდე დროში მოგზაურობა შესაძლებელი გახდება.

0
108
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0