x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
XVI საუკუნის ქრისტეს ნახატზე საბჭოთა კოსმოსური აპარატი აღმოაჩინეს
image

ხელოვნების მოყვარულებმა XVI საუკუნის ნახატზე იესო ქრისტესთან ერთად საბჭოთა კოსმოსური აპარატი აღმოაჩინეს.ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.



ხელოვნების მოყვარულებმა 428 წლის წინანდელ ტილოზე, სადაც იესო ქრისტეა გამოსახული უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს.


დროში მოგზაურობის თეორიის მომხრეებმა იპოვეს კოსმოსური ხომალდი იტალიელი მხატვრის ვენტურა სალიმბენის 1595 წლის საკურთხევლის ნახატში "ევქარისტიის(ზიარების) საიდუმლოს განდიდება" . ახლა მისი ნახვა შეგიძლიათ იტალიის ქალაქ მონტალჩინოში, ფლორენციის მახლობლად, წმინდა ლავრენტის ეკლესიაში.



XVI საუკუნის ფერწერის ზედა ნაწილში გამოსახულია წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა მტრედის სახით. მათ შორის ცენტრში დგას მუქი ლურჯი ბურთი, რომელსაც მზე დაჰნათის, ხოლო ლურჯი ბურთის ორივე მხრიდან ანტენის მსგავსი ორი გრძელი ღეროა გამოშვერილი .ცალ "ანტანაზე" იესო ქრისტეს აქვს ხელი მოჭიდებული, ხოლო მეორეზე მამა ღმერთს.


პარანორმალური ფენომენების მოყვარულების მტკიცებით ეს სფერო გარეგნულად ძალიან ჰგავს საბჭოთა «Спутник-1», რომელიც გახდა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.



ტივ მერამ, მანჩესტერის პარანორმალური გამოძიების ასოციაციის თავმჯდომარემ და პარანორმალურების სპეციალისტმა, 2016 წელს თემატურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქრისტიანულ ხელოვნებაში უცხოპლანეტელებზე მრავალი მინიშნება შეიძლება მოიძებნოს .


"საინტერესოა, რომ ის მართლაც საოცრად ჰგავს თანამგზავრს. მარჯვნიდან ოდნავი ამობურცულობაც კი ზუსტად იგივეა, რაც სურათზე გამოსახულ სფეროზე."-ამბობს ტივ მერა.



თუმცა, ხელოვნებათმცოდნეებმა იტალიურ ფერწერაში შესრულებულ იდუმალ სფეროს უფრო პროზაული ახსნა მოუძებნეს. ექსპერტები თვლიან, რომ სალიმბენი ასახავდა ციურ სფეროს, ანუ სამყაროს, ხოლო „ანტენები“ სიმბოლოა ღმერთის ღვთაებრივი ძალაუფლებისა და მფარველობისა და სინამდვილეში ის სკიპტრებს განასახიერებს.


შეგახსენებთ, «Спу́тник-1» მსოფლიოში პირველი კოსმოსური აპარატი და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც ორბიტაზე 1957 წლის 4 ოქტომბერს გაუშვეს.

image

0
359
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0