სხვა როგორ ფიქრობთ, ყველაზე ძვირფასი რა არის ქვეყანაზე? (ვიდრე წაიკითხავთ, დაასახელეთ) 2023, 9 ივნისი, 8:43 ერთ პატარა ბიჭს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოხუც მეზობელთან. მაგრამ, დრო გადიოდა, გაჩნდა კოლეჯი და სხვადასხვა სახის გატაცება. შემდეგ, სამუშაო და პირადი ცხოვრება. ახალგაზრდა კაცის თითოეული წუთი დაკავებული ჰქონდა და მას წარსულის გახსენების კი არა, ახლობლებთან ურთიერთობის დროც კი არ რჩებოდა. ერთხელ, მან მოხუცი მეზობლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო — და გაახსენდა, რომ მოხუცმა, მას ბევრი რამე ასწავლა, როდესაც მისთვის, დაღუპული მამის მაგივრობის გაწევას ცდილობდა. მან თავი დამნაშავედ იგრძნო და დაკრძალვაზე წავიდა. საღამოს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, ის მოხუცის სახლში შევიდა... იქ ყველაფერი ისე ძველებურად იყო. მხოლოდ პატარა კოლოფი არსად ჩანდა, რომელზეც მოხუცი ამბობდა, რომ მასში, მისთვის, ამ ქვეყანაზე, ყველაზე ძვირფასი რამ ინახებოდა. კაცმა გაიფიქრა, რომ კოლოფი რომელიმე ნათესავმა წაიღოო და სახლი დატოვა. ორი კვირის შემდეგ, მან ამანათი მიიღო და როდესაც მასზე მეზობლის სახელი დაინახა, ძალიან გაუკვირდა და სასწრაფოდ გახსნა. შიგნით სწორედ ის კოლოფი იყო, ხოლო შიგნით – გრავირებული ოქროს საათი იდო: «მადლობა იმ დროისთვის, რომელიც ჩემს გვერდით გაატარე» – ეწერა საათზე. არხის სხვა სიახლეები:* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...* 20 საოცარი ფაქტი ფერებსა და ელფერებზე278 2-ს მოსწონს
|