x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"ნიჩბები გააქვთ? ჰოდა, გაითხარეთ საფლავები" - რაზე უპასუხა ასე ამხანაგმა სტალინმა მარშალ ჟუკოვს?
image


საბჭოთა ისტორიის მრავალი მკვლევარისთვის ცნობილია რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შიდაპარტიულ ბრძოლაში "გამარჯვების" მარშალად წოდებული ჟუკოვი მხარს ხრუშჩოვს უჭერდა, მეტიც, ის აქტიურად მონაწილეობდა არარსებული "პიროვნების კულტის" კრიტიკაშიც.


image


როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერმა ბევრი რამ მისცა ჟუკოვს, სწორედ გვერდიგვერდ ითვლიდნენ ისინი წლების განმავლობაში გამარჯვებებს, ჟუკოვი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მაგრამ დეტალური ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ ჟუკოვსა და სტალინს ერთმანეთში საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდათ, ძირითადად, გიორგი კონსტანტინოვიჩის გადაჭარბებული ამბიციების გამო. ბევრს კარგად ახსოვს გერმანიის ცნობილი ძარცვის შემთხვევა, რომელიც ჟუკოვმა ჩაიდინა და სტალინისგან მკაცრი სასჯელიც მიიღო. 1946 წლის 9 ივნისს სტალინი წერდა:


image


"პირადი ამბიციების გრძნობით გატაცებული მარშალი ჟუკოვი, რომელმაც ყოველგვარი მოკრძალება დაკარგა, თვლიდა რომ მისი დამსახურება საკმარისად დაფასებული არ იყო, ქვეშევრდომებთან საუბრისას ის საკუთარ თავს მიაწერდა დიდი სამამულო ომის ყველა ძირითადი ოპერაციის განვითარებას და წარმართვას, მათ შორის იმ ოპერაციებსაც, რომელთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა".

image


ფაქტობრივად, პირველი სერიოზული კონფლიქტი სტალინსა და ჟუკოვს შორის "გენერლის საქმის" სამარცხვინო ისტორიამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ავიაციის მარშალი გოლოვანოვი 1941 წლის შემთხვევას აღწერს, როდესაც ნაცისტები მოსკოვში შეიჭრნენ. ცხადი იყო, რომ ქალაქისთვის ბრძოლა რთული იქნებოდა და გარანტია არ იყო რომ ის საბჭოთა ჯარების გამარჯვებით დასრულდებოდა. გენერალური შტაბი მოსკოვში იყო განთავსებული. მოგეხსენებათ, სტალინი და გენერალური შტაბი ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი ქალაქში რჩებოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ჟუკოვის პირდაპირი შეთავაზების შესახებ. მარშალ გოლოვანოვის მოგონებებიდან:


image


"მიდიოდა დისკუსია დივიზიის შემდგომი საბრძოლო გამოყენების შესახებ. ტელეფონმა დარეკა... საჰაერო ძალების სამხედრო საბჭოს წევრი სტეპანოვი რეკავდა.


- მან სტალინს განუცხადა, რომ ის პერხუშკოვოში (მოსკოვის დასავლეთით, სადაც დასავლეთის ფრონტის შტაბი მდებარეობდა) იყო.


-აბა, როგორ გაქვთ მანდ საქმეები? - ჰკითხა სტალინმა.


- სარდლობა სვამს კითხვას, რომ ფრონტის შტაბი ძალზე ახლოს არის თავდაცვის ფრონტის ხაზთან. აუცილებელია ფრონტის შტაბის გაყვანა აღმოსავლეთით მოსკოვის მიღმა და სამეთაურო პუნქტის ორგანიზება მოსკოვის აღმოსავლეთ გარეუბანში! ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა...


- ამხანაგო სტეპანოვო, ჰკითხეთ თქვენს ამხანაგებს - ნიჩბები აქვთ?


- მშვიდად ჰკითხა სტალინმა.


- ახლავე... კვლავ ხანგრძლივმა პაუზამ დაისადგურა - და როგორი ნიჩბები, ამხანაგო სტალინო?


- სულ ერთია როგორი.


- ახლავე... - საკმაოდ სწრაფად მოახსენა სტეპანოვმა: - დიახ, ნიჩბები გვაქვს ამხანაგო სტალინო!


- ჰოდა ამხანაგებს გადაეცი, აიღონ ნიჩბები და საფლავები გაითხარონ. ფრონტის შტაბი პერხუშკოვოში დარჩება, მე კი მოსკოვში ვრჩები. ნახვამდის". სტალინმა აუღელვებლად დაკიდა ყურმილი, მას არც კი უკითხავს, კონკრეტულად თუ ვისი ინიციატივა იყო აღნიშნული შეთავაზება, "ერის მამამ" მშვიდად განაგრძო შეწყვეტილი საუბარი. ეპიზოდი საკმაოდ მოკლეა, და ნაკლებ სავარუდოა ის დამატებით ახსნას საჭიროებდეს.


image


როგორც გოლოვანოვი შემდგომ წერდა, კომისარმა სტეპანოვმა მას სარდლობის ევაკუაციის შესახებ ჟუკოვის პირდაპირი მოთხოვნა გადასცა, რაზეც სტალინისგან მკაცრი უარი მიიღო, ეს და კიდევ მრავალი სხვა მოვლენა "გამარჯვების" მარშალის იმიჯს ანგრევს, მაგრამ ისინი სრულებით შეესაბამება ისტორიულ რეალობას და სხვათა შორის, სხვა წყაროებითაც დასტურდება.


image


უმაღლეს პარტიულ რიგებში პირველ რიგში, პროფესიონალები ირჩეოდნენ, და არა 100%-ით კომუნისტები. ამის შესახებ თავად სტალინს არაერთხელ განუცხადებია და აღუნიშნავს რომ პარტიაში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმის მიმდევრები რომ დაეტოვებინა, მასში ხალხი თითქმის აღარ დარჩებოდა. სამწუხაროდ, ეს სრული სიმართლეა - მმართველ კადრებს შორის სერიოზული თეორეტიკოსი ცოტა იყო, ეპოქა პროლეტარული სახელმწიფოს მშენებლობაში სხვა მიდგომას კარნახობდა, რამაც შედეგად კრიზისი და ელიტის ხელახალი დაბადება გამოიწვია.











0
837
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
837