x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134515
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
10 ყველაზე შემზარავი სისასტიკე, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში ჩაიდინა
ომი


უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის ავადსახსენებელ ღამეს დაიწყო და დღემდე გრძელდება, გამაოგნებელია იმ ულმობელი სისასტიკით, რასაც დამპყრობელი ქვეყანა ჩვენი ყველაზე უახლოესი მეგობარი ქვეყნის მიწაზე ყოველდღიურად ახორციელებს, თუმცა მსგავს შემთხვევათა შორის შეიძლება გამოიყოს ისეთი შემზარავი სისასტიკის ფაქტებიც კი, რაც ევროპის კონტინენტს ათწლეულებია, არ უხილავს. ქვემოთ ჩვენ სწორედ მსგავს ფაქტებს გავიხსენებთ:


კრამატორსკი


1. კრამატორსკის დაბომბვა



კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმა 2022 წლის 8 აპრილს განხორციელდა.


4000-მდე უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე მეზობელ პოლონეთში ევაკუაციას ელოდა, რუსული რაკეტების მასირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 107 — დაშავდა.


მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.


ბუჩა


2. ბუჩის გენოციდი


უკრაინული არმიის მიერ ბუჩის გათავისუფლების შემდეგ, 2022 წლის აგვისტომდე აქ 458 სამოქალაქო პირის გვამი აღმოაჩინეს. მათ უდიდეს ნაწილს წარმოუდგენელი ძალადობის და წამების კვალი ეტყობოდა. 39 მათგანის გარდა ყველა დახვრეტილი იყო.


3. მარიუპოლის ალყა


აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქ მარიუპოლში ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. შენობების 90 % კი დაზიანდა.


4. ჩერნიჰივის საცხოვრებელი კვარტლის დაბომბვა


2022 წლის 3 მარტს ჩერნიჰივში საცხოვრებელ კვარტალს სულ მცირე 8 ბომბი ესროლეს. დაიღუპა 47 სამოქალაქო პირი, რომლებიც საკვების რიგში იდგნენ. Amnesty International-მა ამ თავდასხმას ომის ერთ-ერთი უსასტიკესი დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა.


5. ხარკივის დაბომბვა


ხარკივში რუსებმა აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს და სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს. დაიღუპა სულ მცირე 24 და დაიჭრა 112 პირი.


ომი


6. სარაკეტო იერიში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე


2022 წლის 27 ივნისს კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. დაიღუპა 20 და დაიჭრა 59 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 40 პირი.


7. სარაკეტო იერიში ვინიცაზე


2022 წლის 14 ივლისს უკრაინულ ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაიღუპა 28 პირი. მათ შორის 3 ბავშვი და უკრაინული არმიის 3 ოფიცერი. 100 პირი კი მძიმედ დაშავდა.


8. ირპენის გენოციდი


ირპენში რუსმა ჯარისკაცებმა მხეცურად აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს უამრავი ქალი და ბავშვი. უკრაინული არმიის ცნობით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირებს ტანკები გადაატარეს და ასე მოუღეს ბოლო.


9. დნიპროს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა


სულ მცირე 46 სამოქალაქო პირი (აქედან 6 ბავშვი) დაიღუპა ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 2023 წლის 14 იანვარს. 80 სამოქალაქო პირი მძიმედ დაშავდა (აქედან 12 — კრიტიკულად), ხოლო 11 პირი დღემდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.


10. კახოვკის კაშხლის აფეთქება


კახოვკის კაშხლის აფეთქებას, რომელიც რუსეთმა 2023 წლის 6 ივნისს განახორციელა, უკვე მიანიჭეს ეკოციდის კვალიფიკაცია. დაიტბორა 80 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი. მსხვერპლის რაოდენობა ჯერაც არ არის დადგენილი.


შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ენითაუწერელი სისასტიკეების, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. ყველა მსგავსი შემზარავი ფაქტის ერთ სტატიაში მოქცევა შეუძლებელია. რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ არაადამიანურ დანაშაულებათა ბოლომდე აღწერას ტომები არ ეყოფა.


1
441
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
441
  
2023, 14 ივნისი, 0:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1