მსოფლიო "ნიჩბები გააქვთ? ჰოდა, გაითხარეთ საფლავები" - რაზე უპასუხა ასე ამხანაგმა სტალინმა მარშალ ჟუკოვს? 2023, 8 ივნისი, 12:50 საბჭოთა ისტორიის მრავალი მკვლევარისთვის ცნობილია რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შიდაპარტიულ ბრძოლაში "გამარჯვების" მარშალად წოდებული ჟუკოვი მხარს ხრუშჩოვს უჭერდა, მეტიც, ის აქტიურად მონაწილეობდა არარსებული "პიროვნების კულტის" კრიტიკაშიც.როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერმა ბევრი რამ მისცა ჟუკოვს, სწორედ გვერდიგვერდ ითვლიდნენ ისინი წლების განმავლობაში გამარჯვებებს, ჟუკოვი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მაგრამ დეტალური ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ ჟუკოვსა და სტალინს ერთმანეთში საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდათ, ძირითადად, გიორგი კონსტანტინოვიჩის გადაჭარბებული ამბიციების გამო. ბევრს კარგად ახსოვს გერმანიის ცნობილი ძარცვის შემთხვევა, რომელიც ჟუკოვმა ჩაიდინა და სტალინისგან მკაცრი სასჯელიც მიიღო. 1946 წლის 9 ივნისს სტალინი წერდა:"პირადი ამბიციების გრძნობით გატაცებული მარშალი ჟუკოვი, რომელმაც ყოველგვარი მოკრძალება დაკარგა, თვლიდა რომ მისი დამსახურება საკმარისად დაფასებული არ იყო, ქვეშევრდომებთან საუბრისას ის საკუთარ თავს მიაწერდა დიდი სამამულო ომის ყველა ძირითადი ოპერაციის განვითარებას და წარმართვას, მათ შორის იმ ოპერაციებსაც, რომელთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა".ფაქტობრივად, პირველი სერიოზული კონფლიქტი სტალინსა და ჟუკოვს შორის "გენერლის საქმის" სამარცხვინო ისტორიამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ავიაციის მარშალი გოლოვანოვი 1941 წლის შემთხვევას აღწერს, როდესაც ნაცისტები მოსკოვში შეიჭრნენ. ცხადი იყო, რომ ქალაქისთვის ბრძოლა რთული იქნებოდა და გარანტია არ იყო რომ ის საბჭოთა ჯარების გამარჯვებით დასრულდებოდა. გენერალური შტაბი მოსკოვში იყო განთავსებული. მოგეხსენებათ, სტალინი და გენერალური შტაბი ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი ქალაქში რჩებოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ჟუკოვის პირდაპირი შეთავაზების შესახებ. მარშალ გოლოვანოვის მოგონებებიდან:"მიდიოდა დისკუსია დივიზიის შემდგომი საბრძოლო გამოყენების შესახებ. ტელეფონმა დარეკა... საჰაერო ძალების სამხედრო საბჭოს წევრი სტეპანოვი რეკავდა.
|