x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მშობლებმა საერთოდ არ იციან არც „ალტ-ინფოს“ არსებობა და არც რუსულ არხებს უყურებენ, რომ რომელიმე ამერიკელმა ლომჯარიამ, ან კორძაიამ რუსული გავლენის ქვეშ ყოფაში დაადანაშაულოს"-გია გაბრიჭიძე
imageექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომელიც ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოხდა.



"ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ როგორი ხელის შეშლაც არ უნდა იყოს და როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, ის რაც ბუნებრივი და ნორმალურია საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩება.
კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მშობლების უმეტესობა დღეს აცხადებს, რომ აღარ აპირებენ მათი შვილების სკოლაში გაშვებას რადგან არაერთი თხოვნისა, სკოლის დირექციამ მაინც ნებართვა გასცა რამდენიმე დღის წინ სკოლის წინ ლგბტ პრაიდის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტუაცია სკოლასთან ჩატარებული პრაიდის თაობაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაბრაზებულმა მშობლებმა კონტრ-აქცია გამართეს სკოლასთან მიმდინარე პრაიდის პარალელურად ჩრდილოეთ ჰოლივუდში, რა დროსაც არაერთი ინციდენტი მოხდა. „ისინი ძალიან პატარები არიან. საქმე ეხება სპეციალურ წიგნს, რომელსაც ბავშვებს სკოლაში უკითხავენ. სკოლაში ბავშვების ტარება აღარაა უსაფრთხო ჩემი აზრით“- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი „ფოქს ნიუსთან“.
დარწმუნებული ვარ, რომ კალიფორნიის იმ დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საერთოდ არ იციან არც „ალტ-ინფოს“ არსებობა და არც რუსულ არხებს უყურებენ, რომ რომელიმე ამერიკელმა ლომჯარიამ, ან კორძაიამ რუსული გავლენის ქვეშ ყოფაში დაადანაშაულოს.
იმ მშობლებს რეალურად აწუხებთ თავიანთი შვილების მომავალი და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ნენსი პელოსი ვაშინგტონში, LGBTQ+ საზოგადოებისადმი მიძღვნილ ბეისბოლის მატჩზე პირველი ტყორცნას შეასრულებს, თუ სასტვენს ჩაბერავს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა მშობლების ეს პროტესტი ნამდვილად არ დაიკარგება და თავის ღირსეულ გაგრძელებას მიიღებს"-წერს გია გაბრიჭიძე.
ცნობისათვის, სულ მცირე 3 ადამიანი დააკავა პოლიციამ, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სკოლის წინ, როდესაც დებატები ჩხუბში გადაიზარდა მას შემდეგ, როდესაც სკოლას ივნისი ოფიციალურად Pride month-ად უნდა დაესახელებიმა. სამშაბათს, რამდენიმე მომიტინგემ მუშტებით დაარტყმით გააპროტესტა, ის მომენტი, როდესაც გლენდელის გაერთიანებული სასკოლო ოლქი ამ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრის ჩატარებას აპირებდა.


ასობით ადამიანი შეიკრიბა სკოლის შტაბ-ბინის ავტოსადგომზე, სადაც მხარდამჭერებმა და ოპონენტებს შორის დაიწყო ხელჩართული ბრძოლა.

აქციის ზოგიერთ მონაწილეს ეცვა მაისურები, რომლებზეც ეწერა "დაანებეთ ჩვენს შვილებს თავი".


CBS News-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 50 პოლიციელი იყო მობილიზებული

საბჭოს სხდომა არ დაეთმო სასკოლო სასწავლო გეგმას, არამედ დაწყებითო სკოლის საბჭომ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც ივნისი ლგბტქ+ სიამაყის თვედ გამოცხადდა, რამაც მძაფრი პროტესტი გამოიწვია ბავშვების მშობლებში.



0
168
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0