x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ისტორიული ფოტო, რომელსაც სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

image


რა მაგარია, რომ ფოტოაპარატი 1826 წელს იქნა გამოგონილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს ვიხილავდით ბევრ ისეთ ისტორიულ მომენტს, რომელიც მსოფლიოში მოხდა, საოცარია რომ ეს ტექნიკა იმ ქვეყნებისა და ადგილების დათვალიერების საშუალებასაც გვაძლევს, სადაც ჩვენ შესაძლოა ვერასოდეს მოვხვდეთ.


image


ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ გოგონა გიპიურის ბლუზაში ზის, რაც მის იმიჯსა და ეპოქას სრულებით შეესაბამება, მაგრამ როცა ფოტოს დეტალურად სწავლობ, გაოცებისგან და შოკისგან გაოგნებული რჩები. ამ ქალბატონის გამბედაობა მართლაც შესაშურია, ჩვენს დროშიც კი ტატუებით მთელი სხეულის მოხატვას ყველა ვერ გაბედავს, რომ აღაფერი ვთქვათ 1907 წელზე.


image


საინტერესოა, რას განიცდის პაციენტი, რომელიც ამ დროს საოპერაციო მაგიდაზე იმყოფება, ათობით თვალი კი მისი პირის ღრუსკენაა მიმართული? 1910 წლის ამ ფოტოზე სტომატოლოგიური ოპერაცია კეთდება, რომელსაც თვალს სტუდენტები ადევნებენ.


image


ეს 1940 წლის ომის ფოტოა. ცნობილია, რომ სურათზე აღბეჭდილმა გოგონამ სპეციალური ლასოს დახმარებით ლონდონში დაბომბილი სახლების ნანგრევებიდან 600-ზე მეტი კატის ამოყვანა შეძლო.


image


იცოდით, რომ წარწერა თავიდან ასეთი იყო? მაგრამ 1949 წელს ბოლო ასოების დემონტაჟი გადაწყდა.


image


ეს ჩაფხუტი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, რაც მას სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტის იერს ანიჭებს, თუმცა ამ მილებს სრულიად რაციონალური მნიშვნელობა ჰქონდა - ეს გახლავთ საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც მოტოციკლზე მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. მილები 1960 წელს იქნა გამოგონილი.


image


გერმანელი მოდელის ჰელგა კინის "ჩაცმულობა" დღესაც კი საკმაოდ თამამად გამოიყურება, რომ არაფერი ვთქვათ 1970-იან წლებზე.


image


მე-19 საუკუნეში ადამიანებს სქოლიოზისგან განკურნებას ამ ფორმით სთავაზობდნენ, ხოლო რამდენად ეფექტური იყო ასეთი მეთოდი - უცნობია, ისევე როგორც რატომ უწევდა პაციენტს მსგავსი პროცედურის დროს - გაშიშვლება.


image


მისაწებებელი ულვაშების, თვალების, ღიმილისა და სახის გამომეტყველების ასეთ ნაკრებს 1920-იან წლებში თავმოყვარე კომიკოსები იყენებდნენ.


image


1987 წელს "Dolce & Gabbana"-ამ ზედმეტად კონცეპტუალური სარეკლამო რგოლი გადაიღო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რეკლამა 1986 წელს მილანში მათი "ბუტიკის" გახსნის შემდეგ.


image


ეს გრაფიტის ნიმუში არ გეგონოთ, კვალი ამ გემზე 1945 წელს ე.წ. კამიკაძე - თვითმკვლელმა პილოტმა დატოვა. იაპონური სამხედროების ასეთი ქვედანაყოფები წყნარ ოკეანეში მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით, ამ იაპონურ სიტყვას ყველა თვითმკვლელ ჯარისკაცს, და არა მხოლოდ მფრინავებს უწოდებდნენ.










0
1765
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1765