მხატვრობა იტალიაში იპოვეს ხიდი, რომელიც ჯოკონდას უკან იმალება 2023, 6 ივნისი, 15:12 ![]() ბოლო დრომდე იყო რამდენიმე ვერსია, მაგრამ ამ წლის მაისში, ისტორიკოსმა სილვანო ვინჩენტიმ განაცხადა, რომ მან დანამდვილებით გაარკვია, რომ აქამდე ყველა ცდებოდა. მისი თქმით, სინამდვილეში, ეს არის ეტრუსკულ-რომაული ხიდი "Romito di Laterina", რომელიც მდებარეობს, შესაბამისად, ლატერინას მუნიციპალიტეტში. საინტერესოა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მეცნიერი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ხიდს ჰქონდა ოთხი თაღი (ახლა მისგან მხოლოდ ერთია შემორჩენილი, ხიდი ფაქტობრივად დანგრეულია), ხოლო "კონკურენტებს" - ბობიოს ხიდს პიაჩენცას პროვინციაში და ბურიანოს ხიდს არეცოში - ორივეს ექვს-ექვსი თაღი აქვს. მართალი გითხრათ, სურათზე არ ჩანს რამდენი თაღი აქვს ხიდს - ხიდის ნაწილი ჯოკონდას ფიგურის მიღმა იმალება, მაგრამ ადრე სურათს ისე "მიახატეს", რომ ეჩვენებინათ, რომ თითქოს ბევრი თაღია. ![]() ხიდის ვირტუალურმა რეკონსტრუქციამ, მდინარე არნოს სიგანის გათვალისწინებით, რომელზეც ხიდი იყო გადებული, შესაძლებელი გახადა, ევარაუდათ, რომ ხიდს ოთხი თაღი ჰქონდა - ასეთი დასკვნა გაკეთდა, ნაპირიდან ნაპირზე შემორჩენილი თაღის ზომის შედარებით. ![]() სავსებით მოსალოდნელია, რომ სილვანო ვინჩენტის მისამართით გაისმეს კრიტიკა და ბრალდებები, რომ ის უბრალოდ მოელაპარაკა ადგილობრივ ხელისუფლებას და ცდილობს მიიზიდოს ტურისტები ამ რეგიონში, რომელიც ამის გარეშე არავის აინტერესებს. ![]() ![]() 393 4-ს მოსწონს
|