სხვა აშშ-ში პატიმარი ბაღლინჯოებმა და ტილებმა ცოცხლად შეჭამეს 2023, 5 ივნისი, 19:12
აშშ-ში პატიმარი გარდაიცვალა პარაზიტი მწერების ნაკბენისგან, რომელიც მის ბინძურ საკანში ბუდობდნენ.
აშშ-ს ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა პარაზიტი მწერების ნაკბენისგან, რომელიც მის ბინძურ საკანში ცხოვრობდნენ, იტყობინება Washington Post. გამოცემის ცნობით, ცემის ბრალდებით დაკავებული 35 წლის ლაშონ ტომპსონი 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, თუმცა პრესისთვის ეს ამბავი მხოლოდ ახალ გახდა ცნობილი. გარდაცვალებემადე მამაკაცი სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ატლანტას ციხეში და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი შემდეგ ელოდა სხვა შტატის გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაყვანას. ციხის თანამშრომელი, რომელმაც აღმოაჩინა მწერებისგან ცოცხლად შეჭმული პატიმარი, იძულებული გახდა საკანში შესვლის დროს სპეციალური დამცავი კოსტიუმი ჩაეცვა, რადგან საკანი ძალიან ბინძური იყო, რომელიც სავსე იყო აუარებელი რაოდენობის ტილებითა და ბაღლინჯოებით. სასამართლო ექსპერტებმა აღმიშნეს, რომ გვამს „მრავალჯერადად აქერცლილ კანზე, ნაკაწრები და დაზიანებები აღენიშნებოდა“. ტომპსონების ოჯახი ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილს აპირებს. ტომპსონი "ცოცხლად შეჭამეს" მწერებმა და საწოლის ბაღლინჯოებმა"_, განაცხადა მაიკლ ჰარპერმა, ტომპსონის ოჯახის ადვოკატმა, რომელმაც თან წარადგინა ციხის კადრები: ტომპსონისა და მისი საკნის გრაფიკული ფოტოები, მისივე თქმით, ოჯახი მოითხოვს სისხლის სამართლის გამოძიებას 35 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე და ფულტონის ოლქის ციხის დახურვას ან განახლებას. " ჩასვეს ეს კაცი ამ საკანში და დატოვეს რათა იქ მომკვდარიყო”, - თქვა ჰარპერმას გამართულ პრესკონფერენციაზე. -”და ზუსტად ასე მოხდა”. 230 4-ს მოსწონს
|